პანდემიური და პოსტ პანდემიური გარემოს ეკოლოგიური მდგრადობა

ავტორები: დარეჯან ჩხიროძე

საკვანძო სიტყვები: ეკოლოგიური მშვიდობა, მდგრადი განვითარება, COVID19. პანდემია, მწვანე ეკონომიკა

J.E.L. Classification: O01, Q57, Q58.

DOI:

ციტირებისათვის: ჩხიროძე დ., (2020) პანდემიური და პოსტ პანდემიური გარემოს ეკოლოგიური მდგრადობა. ეკონომიკური პროფილი, ტომი 15, 1(20), გვ. 31-34

ანოტაცია.

თანამედროვე სწრაფი დინამიური ეპოქის მახასიათებელი სხვადასხვა  პროცესების და მოვლენების მოულოდნელი ცვლილებაა. ამათგან უპირველესია   პანდემია COVID-19, რამაც მკვეთრი გავლენა  მოახდინა  მთელ  მსოფლიოზე: გააჩერა გიგანტი საწსარმოები, გამოკეტა მოსახლეობის უმრავლესობა სახლებში. დისტანციური  მუშაობა სულ უფრო ეფექტური  გახდა.  ადამიანები  ნაკლებად  იყენებენ  ტრანსპორტს, რითაც  შემცირდა  ატმოსფეროში მავნე  ნივთიერებათა  ემისია, „დაისვენა  გარემომ”, გაცისფეროვნდა, უფრო  ნათელი  და  გამჭირვალე  გახდა ცა, გასუფთავდა  წყალი, იმატა ჟანგბადმა, რამაც  გარკვეული  დადებითი  გავლენა  იქონია   ფლორასა  და ფაუნაზე.

კორონა ვირუსის კრიზისიდან გამოსვლის პროცესი არის შანსი, მიღწეულ იქნას ორმაგი ეფექტი - ასტიმულიროს ეკონომიკები, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამავე დროს დააჩქაროს მწვანე გარდაქმნა – ახალ დიზაინზე აიწყოს და გაცოცხლდეს მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკა და ინდუსტრია, შენარჩუნდეს საციცოცხლოდ აუცილებელი ბიომრავალფეროვნების სისტემები და მოგვარდეს კლიმატური ცვლილების საკითხი (სათბურის აირების 50-55%-ით შემცირება 1990 წელთან შედარებით 2030-თვის). ევროპის მწვანე შეთანხმების საინვესტიციო გეგმა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის: მდგრადი მობილურობა, განახლებადი ენერგეტიკა, შენობათა განახლება, კვლევები და ინოვაციები, ბიომრავალფეროვნების აღდგენა, წრიული (ცირკულარული) ეკონომიკა. „მწვანე შეთანხმება“ არის ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ ევროპის მდგრად და კლიმატნეიტრალურ ეკონომიკის გადასაქცევად სწორი გადაწყვეტილებების გზამკვლევი.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. როგორ  შეცვლის  კორონავირუსი  კლიმატურ  პირობებს? კომერსანტი (ელვერსია), 23.11.2020. URL:https://commersant.ge/ge/post/rogor-shecvlis-koronavirusi-klimatur-pirobebs  (ხელმისაწვდომია 29.11.2020)
  2. COVID-19 -ის  წინაღმდეგ  საქართველოს  მთავრობის მიერ  გატარებული  ღონისძიებების  ანგარიში. URL: http://gov.ge/files/76338_76338_444796_COVID-19angarishi...pdf (ხელმისაწვდომია 29.11.2020)
  3. ადეიშვილი, დ. (2020) პოსტპანდემიური გადაწყობა და მდგრადი განვითარების ორიენტირები. URL:https://sustainability.ge/postpandemic-rearrangement-sustainable-development-orientations/ (ხელმისაწვდომია 29.11.2020)
  4. A european Deal (2020). URL:https://ec.europa.eu/info/strategy/priorities-2019-2024/european-green-deal_en (ხელმისაწვდომია 29.11.2020)
  5. ბანძელაძე, მ., ჩხიროძე, დ. (2012) ეთიკა და ეკოლოგიის ზნეობრივი საფუძვლები.  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ქუთაისი. გვ. 147-153.