პანდემიის გავლენა ტურისტულ ბიზნესზე
ავტორები: გოდერძი შანიძე
საკვანძო სიტყვები: ტურისტული ბიზნესი; პანდემია; ბაზარი; კრიზისი; მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია
J.E.L. Classification: F20; E 32
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.21.02
ციტირებისათვის: Shanidze G., (2021) The impact of the pandemic on the tourism business. Economic Profile, №1(21), pp.17-29. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.21.02
ანოტაცია.
პანდემიამ, თუკი რომელიმე ბიზნესი დააზარალა ეს უპირველესად ტურისტული ბიზნესია. ამ ბიზნესთან ძალიან მჭიდრო კავშირშია სხვა ბიზნესებიც და შესაბამისად გავლენა მათზეც მოახდინა. მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის ბაზარმა 2020 წელს სავარაუდოდ 75,2 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგა. UNWTO-ს თანახმად, ყველაზე მეტად დაზარალდა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები. მათი წილი ტურიზმის სექტორში 80%-ს შეადგენს. კორონავირუსს განსაკუთრებული გავლენა კი იმ ქვეყნებზე ექნება, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს დიდი წილი უკავია და რომლის ეკონომიკური ზრდაც დიდწილად ტურიზმის სექტორიდან გამომდინარეობს. საქართველოც ამ ტიპის ქვეყნების რიგებშია.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართველო ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით. ტურიზმი, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, დარგს აქვს კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია პანდემიის შემდგომ, პოსტკრიზისულ ეკონომიკაში, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.
მსოფლიოში ტურიზმი ერთ-ერთი უდიდესი სფეროა, რომლის განვითარებასაც განაპირობებს ქვეყნის უსაფრთხო გარემო, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა. ის ქმნის სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს მოსახლეობისთვის შემოსავლების ზრდას. საერთაშორისო ტურიზმი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას უწყობს ხელს და პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ და კულტურულ გარემოზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ტურისტული ბიზნესის, კრიზისიდან გამოყვანა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- The possible impact of the coronavirus on the world economy by countries and sectors of the economy (2020). Parliamentary Research Center of Georgia GPRC.
- Georgian National Tourism Administration (GNTA) - https://gnta.ge/ (Available 1.06.2021)
- Tourism Statistics. National Statistics Office of Georgia (Geostat) https://www.geostat.ge/en/modules/categories/100/tourism-statistics (Available 1.06.2021)
- Korghanashvili L., (2012) Tourism Economics, International Tourism Business in the Global Economy, Tbilisi.
- Business Data Platform (BDP, a). https://www.statista.com/forecasts/1103426/covid-19-revenue-travel-tourism-industry-forecast (Available 1.06.2021)
- Business Data Platform (BDP, b). https://www.statista.com/statistics/1104835/coronavirus-travel-tourism-employment-loss/ (Available 1.06.2021)
- Economic Policy Research Center (EPRC). COVID-19 Economic Consequences for the World and Georgia 2020. https://eprc.ge/uploads/brosh/COVID__fin-geo.pdf?fbclid=IwAR2vODb9HC8-04aVOjce866df4hYG9GgL5HDr9GYWl2DCW_QsPDUd5DYdOs (Available 1.06.2021)