ენტროპია ბიზნეს-პროცესების მენეჯმენტში
ავტორები: ევგენი ბარათაშვილი, ირმა ბარათაშვილი, ლეილა მამულაშვილი
საკვანძო სიტყვები: კონტროლი; სტრუქტურა; ორგანიზაცია; ფაქტორი
J.E.L. Classification: M1; M2; C1.
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.21.10
ციტირებისათვის: Baratashvili E., Baratashvili N., Mamulashvili L. (2021) Entropy in management of business processes. Economic Profile, №1(21), pp. 100-108. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.21.10
ანოტაცია.
ეკონომიკურ მეცნიერებაში ტერმინი „ენტროპია“ დაკავშირებულია გაურკვევლობის ხარისხთან. პრაქტიკა ადასტურებს, რომ ენტროპიის თეორიის გააზრება და გამოყენება ორგანიზაციის მართვის სწორად წარმართვისთვის გამოიხატება ორგანიზებულობის მაღალი დონის და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მნიშვნელოვან წყაროდ.
ნაშრომში შემოთავაზებულია რთულ პროექტებში რისკების მართვის ენტროპიული მოდელი. საერთო ჯამში ენტროპიის სიდიდე რომელიმე კომპანიისათვის გამოიხატება არეულობის ან გაურკვევლობის რაოდენობით კომპანიის ბიზნეს-პროცესებში და გვიჩვენებს რა რაოდენობის ინფორმაცია სჭირდება მენეჯერს, იმისათვის რომ აღწეროს კომპანიის ბიზნეს-პროცესები დროის კონკრეტულ მონაკვეთში.
ენტროპიული ფაქტორების ცნობადობის და ორგანიზაციებზე მათი გავლენის გამოსავლენად ჩავატარეთ კვლევა (გამოიკითხა 150 მცირე და მსხვილი ორგანიზაციის წარმომადგენელი).
გამოკითხვის მასალების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზაციის ეფექტური ფუნქციონირებისათვის და წარმატებული მართვისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს გაურკვევლობების მაჩვენებლების დაზუსტება. სწორედ გადაწყვეტილების მიღებისთვის ახალი ინფორმაციების და მონაცემების მოპოვება/ანალიზი, არის ის მახასიათებლები, რომლებიც განსაზღვრავენ ორგანიზაციის მენეჯერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წარმატებით რეალიზებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Bakashvili N., Meskhishvili D., Kadagishvili L, (2009). Organisation Theory. Tbilisi: Universal Publishing House;
- Makharashvili, L, Berikashvili, L., Gechbaya, B. & Tskhadadze, B. (2017). Entropy and Synergy in Management and Marketing. Tbilisi: Kalmosani Publishing House;
- Baratashvili E., Takalandze L., Abralava A. (2007) Management and Administration, Tbilisi,;
- Baratashvili E., Bagrationi L., Maridashvili M., Makharashvili I. (2016) Management, Leadership. Vol. II. European Studies University. Tbilisi;
- Prangishvili I.V. (2005) System Approach and Increasing the Effective Management, Moscow.