საჯარო მმართველობის გამოწვევები კორონავირუსის გავრცელების პირობებში
ავტორები: გენადი იაშვილი, თინათინ იაშვილი, ბესიკ შერაზადიშვილი
საკვანძო სიტყვები: კოვიდ-19; საჯარო მმართველობა; ელექტრონული ტექნოლოგიები; სახელმწიფო; ანტიკრიზისული ღონისძიებები.
J.E.L. Classification: H40, H41
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.22.04
ციტირებისათვის: იაშვილი გ., იაშვილი თ., შერაზადიშვილი ბ., (2021) საჯარო მმართველობის გამოწვევები კორონავირუსის გავრცელების პირობებში. ეკონომიკური პროფილი, №2(22), გვ. 43–49, DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.22.04
ანოტაცია.
პანდემიის დაწყებიდან, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ერთი მხრივ, გულისხმობს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმას და ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შესაბამისად წარმართვას, ხოლო მეორე მხრივ, ვირუსის გავრცელებით განპირობებული უარყოფითი გავლენის შემცირებას და ამ მიზნით, კერძო სექტორისა და მოქალაქეების მხარდაჭერას. შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია როგორც ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილზე, ისე კომპანიებზე.
საჭიროა ბალანსის დაცვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფასა და ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის შემცირებას შორის. აღსანიშნავია, რომ სახელმწოფო შესაძლებლობის ფარგლებში ახორციელებს ღონისძიებებს პანდემიით გამოწვეული ნეგატიური პროცესების შესამსუბუქებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული შეზღუდული რესურსებით რაც შეიძლება მეტი ადამიანის და ბიზნესის მაქსიმალური დაფარვა.
აქტუალური გახდა საჯარო მმართველობაში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხი. „ელექტრონული მთავრობა“ შესაძლებლობას იძლევა, რომ მოქალაქეებმა სახლიდან გაუსვლელად მიიღონ მათვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებები (მაგ: მომსახურების სააგენტოს საქმიანობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების და დისტანციური მომსახურების სფეროში). უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო მმართველობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება უმნიშვნელოვანეს ფაქტორად გვევლინება ჩვენს დროში, განსაკუთრებით კორონავირუსის გავლენის პირობებში.
გამოყენებული ლიტერატურა:
- საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი (2020). საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახური.– 60 გვ.
- სამთავრობო პროგრამა 2021-2024. საქართველოს მთავრობა, 2020. – 47 გვ. ხელმისაწვდომია: URL: http://gov.ge/files/68_78117_645287_govprogramme2021-2024.pdf (უკანასკნელად გადამოწმებული იქნა: 18.09.2021).
- იაშვილი გ., იაშვილი თ., აბულაძე კ., შერაზადიშვილი ბ., წვერავა ზ., (2021) ელექტრონული მმართველობა და ელექტრონული კომერცია. სახელმძღვანელო. სტუ. თბილისი. –354 გვ.
- სიჭინავა ქ., (2017) ელექტრონული მართვა, როგორც სახელმწიფო მართვის ინსტრუმენტი და მისი გამოწვევები საქართველოში. თბილისი. – 220 გვ.