საქართველოს საბაჟო პოლიტიკის სრულყოფის ზოგიერთი ასპექტი
ავტორები: ალეკო მელაძე
საკვანძო სიტყვები: საბაჟო პოლიტიკა; საბაჟო-სატარიფო რეგულირება; ესპორტის სტიმულირება; ექსპორტის დივერსიფიკაცია; შიდა ბაზრის დაცვა; ადგილობრივი მწარმოებლების დაცვა.
J.E.L. Classification: E62, E64, G28
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.22.05
ციტირებისათვის: მელაძე ა., (2021) საქართველოს საბაჟო პოლიტიკის სრულყოფის ზოგიერთი ასპექტი. ეკონომიკური პროფილი №2(22), გვ. 51–63. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.22.05
ანოტაცია. ეკონომიკის რეალური სექტორის განუვითარებლობამ საქართველო იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად აქცია. საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში, უკვე რამოდენიმე ათეული წელია, იმპორტის მოცულობა ექსპორტის მოცულობას დაახლოებით სამჯერ აღემატება. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მიერ ექსპორტის სტიმულირების მიზნით გატარებული პოლიტიკა არაეფექტურია. ნაშრომში შემოთავაზებულია ექსპორტის სტიმულირებისათვის აუცილებელი რამდენიმე ღინისძიება, ყურადღება გამახვილებულია საბაჟო პოლიტიკის სრულყოფის მნიშვნელოვან ასპექტზე. კერძოდ, ექსპორტის სტიმულირებაზე, ექსპორტის დივერსიფიკაციასა და უცხოური საქონლის კონკურენციისაგან ადგილობრივი მწარმოებლებისა და შიდა ბაზრის დაცვის ღონისძიებების თანამედროვე პრობლემების გამოვლენასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე. ადგილობრივი ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით და ეს მეტწილად ქვეყნის იმპორტდამოკიდებულების შედეგია. თუმცა, მოჭარბებული იმპორტის ფონზე, ადგილობრივი მწარმოებლებისათვის უსაფრთხო ეკონომიკური პირობების შექმნა სახელმწიფოს საბაჟო პოლიტიკის ინსტრუმენტების აქტიური და გონივრული გამოყენებითაც შესაძლებელია. საქართველოს საბაჟო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად მიგვაჩნია ადგილობრივი მწარმოებლებისა და შიდა ბაზრის დაცვის თანამედროვე პრობლემებთან გამკლავება.
გამოყენებული ლიტერატურა:
- აბელაშვილი, ნ. (2011). პროდუქციის ხარისხის აუდიტი და ექსპერტიზა საბაჟო სისტემაში. თბილისი: ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა;
- პაპაჩაშვილი, ნ. (2018). არასატარიფო ზომები საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობაში სავაჭრო ნეოპროტექციონიზმის კონტექსტით. თბილისი: ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“;
- ქარუმიძე, ვ. (2002). საბაჟო საქმე. თბილისი;
- Abuselidze, G. (2019). European Integration of Georgia and Financial-Economic Condition: Achievements and Challenges. European Journal of Sustainable Development. 8(1), p.53-68.
- მსოფლიო სავაჭრი ორგანიზაცია. www.wto.org
- საქართველოს საბაჟო კოდექსი. (2019) თბილისი;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი. (2019) თბილისი;
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. www.geostat.ge
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. www.mfa.gov.ge
- DCFTA-ის შესახებ ვებგვერდი. www.dcfta.gov.ge