სათემო კოოპერაცია - მთიანეთის აღორძინების ეფექტიანი მექანიზმი

ავტორები: პაატა კოღუაშვილი, ნიკოლოზ ჩიხლაძე

საკვანძო სიტყვები: სათემო კოოპერატივი; აგრარული პოლიტიკა; მართვა; მთიანი რეგიონი.

J.E.L. Classification: Q10, Q18

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.22.07

ციტირებისათვის:

ანოტაცია.

საქართველოს წინსვლა ქართული სოფლისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. სოფლის ძლიერება დამოკიდებულია სწორი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაზე და მის აღსრულებაზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის ოცდაათწლიან ისტორიაში იყო არაერთი მცდელობა გატარებულიყო რეგიონული პოლიტიკა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ასამაღლებლად. დრომ გვიჩვენა, რომ ამ მიზნით შემუშავებული ყველა სტრატეგია თუ პროგრამა ყოველთვის იყო არასისტემური და ფრაგმენტული. შედეგად მივიღეთ თითქმის შეუქცევადი პროცესი ქართული სოფლების დაცარიელებისა, განსაკუთრებით კი მაღალი მთის საზღვრისპირა სექტორში.

საქართველოს ეს კუთხეები საჭიროებენ უაღრესად სპეციფიკურ მიდგომებს. ქართული ცივილიზაციის სათავეებთან ყველაზე ახლოს მყოფი ადგილობრივი ქართველობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ინარჩუნებს იმ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე უწყვეტად არსებობენ (სათემო მიწათმფლობელობა და სარგებლობა, ამხანაგობა, თემობა). მათთვის განსაზღვრული სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების მიზანი არის მოსახლეობისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანს იქ მუდმივად ყოფნის სურვილს ბუნებრივად გაუჩენს.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. კოღუაშვილი პ., მამუკელაშვილი დ., (2021) კოოპერაცია - სოფლად კრიზისების დაძლევის ეფექტიანი მექანიზმი. ახალი აგრარული საქართველო. N1(104). გვ.6 URL: https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/332051/5/Axali_Agraruli_Saqartvelo_2021_N1.pdf (ხელმისაწვდომია: 21.11.2021)
  2. კოღუაშვილი პ., ზარდიაშვილი დ., (2021) მიწის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებისათვის. ახალი აგრარული საქართველო. N2(105). გვ.4 URL:https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/336819/1/Axali_Agraruli_Saqartvelo_2021_N2.pdf (ხელმისაწვდომია: 21.11.2021)
  3. კოღუაშვილი პ., გალეგაშვილი დ., (2021) ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს. URL:https://for.ge/view/213866/davubrunoT-mTas-misi-bunebrivi-funqcia.html (ხელმისაწვდომია: 21.11.2021)
  4. საქართველოს სოფლის მეურნეობა 2020. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. URL:https://www.geostat.ge/media/38833/soflis_meurneoba_2020.pdf (ხელმისაწვდომია: 21.11.2021)
  5. დემოგრაფიული ვითარება საქართველოში 2020. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. URL:https://www.geostat.ge/media/41097/დემოგრაფიული-ვითარება-საქართველოში-2020.pdf  (ხელმისაწვდომია: 21.11.2021)
  6. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 2015-2021 წლების განვითარების სტრატეგია. URL:https://droa.ge/wp-content/uploads/2017/09/mcxeta-mtianetis_regionis_ganvitarebis_strategia_2014-2021_clebisatvis_0.pdf (ხელმისაწვდომია: 21.11.2021)