აზროვნების მრავალფეროვნება მმართველობით გადაწყვეტილებებში
ავტორები: ევგენი ბარათაშვილი, ლეილა მამულაშვილი
საკვანძო სიტყვები: აზროვნება, მმართველობა; უნარ-ჩვევები; ცოდნა; მენეჯერი
J.E.L. Classification: M10, M19
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.22.13
ციტირებისათვის: ბარათაშვილი ე., მამულაშვილი ლ., (2021) აზროვნების მრავალფეროვნება მმართველობით გადაწყვეტილებებში. ეკონომიკური პროფილი. №2(22), გვ. 130–137. DOI: https:// doi.org/10.52244/ep.2021.22.13
ანოტაცია. აზროვნება ყალიბდება, იცვლება და ვითარდება ცხოველქმედების პროცესში გამოცდილების დაგროვების, განათლების მიღების კვალობაზე პროფესიულ საქმიანობაში. იგი გარკვეულწილად დამოკიდებულია პიროვნების ინდივიდუალურ თავისებურებებზე, თუმცა შეიძლება იცვლებოდეს საკმაოდ ფართო ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესების, გარკვეული ძალისხმევის, სპეციალური ტრენინგების, კრიტიკული სიტუაციების და ჯანმრთლობის მდგომარეობის ზემოქმედებით. თეორიულ აზროვნებას ახასიათებს სწრფვა აბსტრაქტული განზოგადებისადმი, კანონზომიერებათა ძიებისადმი, თეორიის ჩამოყალიბებისადმი, ობიექტურობის ზოგადი ნიშნების, კვლევის ამა თუ იმ დასკვნებისა და შედეგების განსაზღვრისადმი, დებულებებისა და ფორმულირებების უნივერსალურობისადმი. თეორიული აზროვნება საშიშია სინამდვილისაგან დაშორებით, ისეთი აბსტრაგირებით, რომელიც იწვევს მოვლენის არსის თავისებურებების დაკარგვას, თეორიულ სქემატიზმს ან გაუმართლებელ გლობალიზმს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ბარათაშვილი ე., მარიდაშვილი მ., ბაგრატიონი ლ., მახარაშვილი ი., (2016). მენეჯმენტი. წიგნი I , თბილისი;
- თეზელაშვილი ს., (2007). ფსიქოლოგიური ენციკლოპედია, თბილისი.
- სვანიძე ლ., (2008). ლექციები ეკონომიკურ ფსიქოლოგიაში, თბილისი;
- რობინსი ს., ჯაჯი ტ., (2003). ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები, თბილისი;
- ჩინჩალაძე მ., (2012). მმართველობითი გადაწყვეტილების ფორმირებისა და ფუნქციონირების მათემატიკური მოდელირების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. დისერტაცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
- ქობლიანიძე, თ. კოჭლამაზაშვილი, ლ. რიჟამაძე, ქ. (2013). სტრატეგიული მენეჯმენტის თეორიული ასპექტები სასტუმრო ბიზნესში. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი: აკადემიური მაცნე „Grigol Robakidze University. Academic Bulletin“. თბილისი;
- ხარხელი, მ., ქეშელაშვილი, გ., (2013). მენეჯმენტის საფუძვლები, თბილისი;
- Веснин В., (2015). Управление человеческими ресурсами, М.;
- Макаренко О., (2007). Стратегический менеджмент, Организация Стратегического мышления менеджера/ О.Г. Макаренко-Самара изд-во Самар. гос. зкон. ун-та.