ანტიკრიზისული მენეჯმენტის გამოყენება ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფაში
ავტორები: გოდერძი შანიძე
საკვანძო სიტყვები: ანტიკრიზისული მენეჯმენტი; რისკების მართვა; სურსათით თვითუზრუნველყოფა; აგრობიზნესი; იმპორტი; ექსპორტი;
J.E.L. Classification: O2, Q10, Q18
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.10
ციტირებისათვის: შანიძე გ., (2022) ანტიკრიზისული მენეჯმენტის გამოყენება ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფაში. ეკონომიკური პროფილი. ტომი 17, 1(23), გვ. 91-97. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.10
ანოტაცია.
გლობალური პრობლემების პირობებში ყველა ქვეყანა ცდილობს თავისი მოსახლეობა უზრუნველყოს აუცილებელი საკვები პროდუქტებით. საქართველოს საექსპორტო და საიმპორტო ბაზრები უკანასკნელ პერიოდში დიდად იყო დაკავშირებული რუსეთთან. მას შემდეგ, რაც რუსეთი ჩართულია მიმდინარე ომში (იგულისხმება რუსეთ-უკრაინის ომი), ჩვენი ქვეყნის სურსათით მომარაგებას და საექსპორტო პროდუქციის გატანასაც პრობლემები შეექმნა.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია ჩვენმა ქვეყანამ გადახედოს საექსპორტო და საიმპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საკითხს და ამ პრობლემის მოგვარებისას გამოიყენოს ანტიკრიზისული მენეჯმენტისა და რისკების მართვის შესაბამისი საკითხები. უპირველესად ეს ეხება ქვეყანაში არსებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების პოტენციალის სრულად ათვისებას, ბაზრების დივერსიფიცირებას და უცხოური ინვესტიციების შემოდინებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
რაც უფრო მეტი პროდუქცია იქმნება, მეტი ინვესტიცია შემოდის და პირიქით, რაც უფრო მეტი პროდუქტი გადის ქვეყნის გარეთ, მით უფრო ნაკლები იქნება კრიზისის უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, ბიზნესზე და საზოგადოებაზე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- სურსათით უზრუნველყოფის ხილული საფრთხეები (2022) URL:https://act-global.com/ka/georgia/insight/sursatit-uzrunvelqofis-khiluli-safrtkheebi (28.03.2022)
- ვარადაშვილი მ., საქართველოს ბიზნეს მედეა (2022) URL:https://bm.ge/ka/article/eu-apirebs-ukrainas-marcvleulis-eqsportshi-daexmaros/108714/ (105.2022)
- ქეშელაშვილი გ., (2019) ანტიკრიზისული მენეჯმენტი, თბილისი URL:https://tsu.ge/assets/media/files/7/biblioteka/antikriz.menejm.pdf გვ.43-49.
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური URL: https://www.geostat.ge/
- სტატისტიკის ეროვნული სამსახური. სამომხმარებლო კალათა პროდუქტების კატეგორიების წონები. (2022) საქართველოს URL:https://act-global.com/ka/georgia/insight/sursatit-uzrunvelqofis-khiluli-safrtkheebi (28.03.2022)
- HS- საერთაშორისო ჰარმონიზაციული სისტემა, რომელიც გამოიყენება საბაჟო ოპერაციებისას პროდუქტის კატეგორიზაციისათვის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. URL:https://act-global.com/ka/georgia/insight/sursatit-uzrunvelqofis-khiluli-safrtkheebi (28.03.2022)