არატრადიციული მონეტარული პოლიტიკის ტრადიციული შედეგები
ავტორები: მირზა ხიდაშელი
საკვანძო სიტყვები: სტაგფლაცია; ინფლაცია; ფინანსური კრიზისი; მონეტარული
J.E.L. Classification: E4, E5
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.24.06
ციტირებისათვის: Khidasheli M., (2022) Conventional results of unconventional monetary policy. Economic Profile, Vol. 17, 2(24), p. 18-22. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.24.06
ანოტაცია. 2008 წლის ფინანსური კრიზისი იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის მსგავსიც 1929 წლის შემდეგ კაცობრიობას არ ენახა და რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა ნაწილობრივი დარეზერვების სისტემის წინააღმდეგობრივი ბუნება. 1929 წელის დიდი დეპრესიიდან მხოლოდ ის ვისწავლეთ, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისი გამოიწვევდა ეკონომიკური აქტივობის არსებით შემცირებას და ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორების მკვეთრ გაუარესებას. რეცესიული რისკების თავიდან აცილების მიზნით, ფედერალური სარეზერვო სისტემისა და განვითარებული ქვეყნების სხვა ცენტრალური ბანკების მიერ აქტიურად დაიწყო მონეტარული შერბილების ღონისძიებები. საკრედიტო სისტემაში, რომელიც ჭარბი დაკრედიტების (გადახურების) შედეგად გამოწვეულ კრიზისს ებრძოდა, მონეტარული ინტერვენციების შედეგად დიდი რაოდენობით ფული მიეწოდა. საწყის ეტაპზე აღნიშნული ღონისძიების „ახსნა“ საფინანსო სისტემაში ლიკვიდურობის უზრუნველყოფითა და ეკონომიკის რეცესიისაგან დაცვის მიზეზებით მოხერხდა. თუმცა, დრომ გვაჩვენა, რომ „ფერადი ქაღალდების“ რაოდენობა არ ქმნის სიმდიდრეს, ის მხოლოდ ანაწილებს მას იმათ სასარგებლოდ, ვისაც აქვს პრივილეგია პირველმა „გახარჯოს“, მანამ სანამ ბაზარი გაჯერდება და ფულის რაოდენობრივი ზრდა ფასებში აისახება. როგორც მოსალოდნელი იყო, არატრადიციული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ტრადიციულად უსიამოვნო შედეგები მივიღეთ: ინფლაცია, სტაგნაცია და გადახურებული საკრედიტო სისტემა. შედეგები უფრო არაორაზროვანი იქნებოდა, რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც ევროკავშირში ინფლაციაზე გავლენა ნამდვილად მოახდინა. 2008 წლის ფინანსური კრიზისისა და მისი შედეგების ნიველირებისათვის გატარებული მონეტარული ექსპერიმენტის შედეგები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ფინანსები არ ქმნის სიმდიდრეს, ის მხოლოდ ხელს უწყობს, ანაწილებს და აზღვევს მას. შესაბამისად, ყოველი მცდელობა მონეტარული ინტერვენციებით გავაუმჯობესოთ რეალური ეკონომიკის სურათი არის უშედეგო და ვერ ცვლის საბოლო შედეგს. მონეტარული ინტერვენციებით შესაძლებელია მხოლოდ კრიზისის შედეგების გადადება დროში, მათი დამძიმებისა და გამძაფრების ხარჯზე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Bartsch E., (2019) Dealing with the next downturn: From unconventional monetary policy to unprecedented policy coordination. SUERF Policy Note Issue No 105. (link)
- Boneva L., (2016) The Effect of Unconventional Monetary Policy on Inflation Expectations: Evidence from Firms in the United Kingdom. CEPR. (link).
- El-Erian M., (2021) Taming the Stagflationary Winds. project-syndicate.org. (link)
- Goldman Sachs. Stagflation risk. Global Macro Research. ISSUE 107 | March 14, 2022| (link)
- Khidasheli M., (2022) Central bank digital currency effects on fractional reserve banking. Economic Profile. Vol. 17, 1(23), p.8-14. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.06 (link);
- Khidasheli M., Chikhladze N., (2019) Financial system stability threats after 2008 anti-cyclical policies. Social science bulletin, Daugavpils University. (link).
- Roubini N., The Looming Stagflationary Debt Crisis, project-syndicate.org, Jun 30, 2021. (link) ;
- WSJ - U.S. Inflation Hits New Four-Decade High of 9.1%. July 13, 2022 (link)