კორპორაციული ანგარიშგების სისტემის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის ევროპული დირექტივების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება

ავტორები: პანტელეიმონ (პაატა) კლდიაშვილი

საკვანძო სიტყვები: კორპორაციული ანგარიშგება; ფინანსური ანგარიშგება; მმართველობის ანგარიშგება; ბიუჯეტის მიმართ განხორციელებული გადახდების ანგარიშგება.

J.E.L. Classification: M5, M21, K2

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.24.15

ციტირებისათვის: კლდიაშვილი პ., (2022) კორპორაციული ანგარიშგების სისტემის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის ევროპული დირექტივების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ეკონომიკური პროფილი. ტ. 17, 2(24), გვ. 48-57. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.24.15

ანოტაცია.

საქართველოში თანამედროვე ევროპული სტანდარტის კორპორაციული ანგარიშგების სისტემის დამკვიდრება, რაც წარმოადგენს ქვეყნის მიერ „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ აღებულ ვალდებულებას, არის მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი ფაქტორი დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და საბოლოო ჯამში, სოციალური კეთილდღეობის გაზრდისათვის.  

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მუდმივად ვაკონტროლოთ აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმდინარეობა, შევაფასოთ მიღწეული შედეგები და ვიფიქროთ არსებული გამოწვევების დაძლევის ოპტიმალურ გზებზე. წინამდებარე სტატიაში კოპლექსურადაა გაანალიზებული კორპორაციული ანგარიშგების სისტემის მარეგულირებელი ეროვნული ნორმები და შესაბამისი ევროდირექტივის მოთხოვნები.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა: EU Home(current) About Service Blog ვაჟა კილაძე Create Posts Title Body

  1. კლდიაშვილი პ., (2019) ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის რეგულირების სრულყოფა საქართველოს კერძო სექტორის საწარმოებში.
  2. „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“; 2014 წ.
  3. ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2013/34/EU – „ზოგიერთი კატეგორიის საწარმოს წლიური ფინანსური ანგარიშგებების, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების და დაკავშირებული ანგარიშების შესახებ“; 26 ივნისი, 2013.
  4. ევროპარლამენტისა და საბჭოს N 1606/2002 რეგულაცია საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების გამოყენების შესახებ; 19 ივლისი, 2002.
  5. საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ; 8 ივნისი, 2016.
No file chosen