სარესურსო პოტენციალის ნეოინდუსტრიული პარადიგმა

ავტორები: გივი თალაკვაძე, გიორგი თალაკვაძე

საკვანძო სიტყვები: ნეოინდუსტრიული ეტაპი; ინტეგრალური რესურსები; აჩქარებული რეჟიმები; ორიენტაციის ალგორითმები; ურთიერთობათა მწვავე სტადია.

J.E.L. Classification: A1, Q2, Q3

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.24.10

ციტირებისათვის: თალაკვაძე გივი, თალაკვაძე გიორგი (2022) სარესურსო პოტენციალის ნეოინდუსტრიული პარადიგმა. ეკონომიკური პროფილი. ტ. 17, 2(24), გვ. 66-73. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.24.10

ანოტაცია.

მე-20 და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე იწყება იმის აღიარება, რომ კაცობრიობის აწმყო და მომავალი ინტეგრალური რესურსების არა მარტო  ფლობაზე, არამედ და უმთავრესად მათი რაციონალური გამოყენებისა და ოპტიმალური მართვის სისტემების ეფექტიანობაზეა დამოკიდებული. გაჩნდა სრულიად რეალური შესაძლებლობები ადამიანთა საცხოვრებელ პირობებზე არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური  ბერკეტებით, არამედ ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით შექმნილი მაღალი ტექნოლოგიებით ზემოქმედებისა. უფრო მეტიც: დღევანდელმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ადამიანთა ქცევის ალგორითმების ჩამოყალიბებაზე გავლენის მოხდენის და მისი გარკვეული ინტერესების რეალიზაციას დაქვემდებარებულ ჩარჩოებში მოქცევის რეალური შესაძლებლობაც წარმოშვა.

ნაშრომში ხაზგასმულია, რომ ამ პირობებში განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევაა საჭირო ყოველი ქვეყნისათვის მხოლოდ მისთვის გამოსადეგი განვითარების მაქსიმალურად კონკრეტიზირებულ მოქმედებათა პროგრამის ჩამოყალიბებასა და რეალიზაციისათვის.  ასეთი პროგრამების საკვანძო საკითხია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები განსაზღვრა  და მათი რეალიზაციის უზრუნველმყოფელი ინტეგრალური რესურსების მართვისა და  გამოყენების ოპტიმალური სქემებისა და რეჟიმების შემუშავება.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თალაკვაძე გ., (2020). 30 წელი. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მეოთხე ათწლეულის ზღურბლზე. თბილისი, „ნეკერი“;
  2. ჟორდანია ი., და სხვ. (2015) საქართველოს ბუნებრივი რესურსები. I-II ტ. თბილისი, „მეცნიერება“;
  3. თალაკვაძე გ., (2021) ინტეგრალური რესურსების მართვის ოპტიმიზაცია -მდგრადი განვითარების საფუძველი. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და საწარმოო ძალების მდგრადი განვითარები პერსპექტივები“ შრომების კრებული. თბილისი,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  4. თალაკვაძე გ., (2021) ინტეგრალური რესურსების  კლასიფიკაციის საკითხისათვის. ბიზნეს-ინჟინერინგი. N3-4, გვ. 107-111;
  5. თალაკვაძე გ., საქართველოს მდგრადი განვითარების პრიორიტეტები და  რესურსები. პრეზენტაცია, საქართველოს ტექნიკურო უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომა (18.04.2022);
  6. ჭითანავა ნ., (2021) გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში. თბილისი, „ივერიონი“;
  7. ჭითანავა ნ., (2018) საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია., თბილისი, „ივერიონი“;
  8. Reinert E., (2017) How rich countries got rich and Why poor countries stay poor. Consiable, London.