მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორების ნაციონალიზაციისა და განხორციელების პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში

ავტორები: ციცინო ძოწენიძე, ზურაბ მუშკუდიანი

საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება; მიზანი; ეკონომიკური ზრდა; სოციალური ინკლუზია; გარემოს დაცვა.

J.E.L. Classification: O2, E60

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.24.14

ციტირებისათვის: Dzotsenidze Ts., Mushkudiani Z., (2022) Problems and prospects of nationalization and implementation of sdg indicators in Georgia. Conventional results of unconventional monetary policy. Economic Profile, Vol. 17, 2(24), p. 82–88. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.24.14

ანოტაცია.

COVID-19 პანდემიით შექმნილი მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 193 წევრმა ქვეყანამ 2015 წლის 25 სექტემბერს მიაღწია უპრეცენდენტო შეთანხმებას მდგრადი განვითარების დოკუმენტზე „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“, რომელიც მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას მდგრადი განვითარების მიზნები ეფუძნება მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტს: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა. თანამედროვე პანდემია სამივე ელემენტზე უკიდურესად მძიმე გავლენას ახდენს: იწვევს ღრმა გლობალურ ეკონომიკურ რეცესიას, ამწვავებს უთანასწორობისა და სიღარიბის პრობლემას, საფრთხეს უქმნის გარემოსდაცვით ღონისძიებებზე ძალისხმევის კონცენტრაციას. შეძლებს თუ არა საქართველო თავისი ეკონომიკური სტრატეგიით, რეფორმებითა და შედეგებით რელევანტური იყოს მდგრადი განვითარების ამოცანებთან  - უაღრესად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.

ნაშრომში  ავტორები აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე  რეფორმებს, თუ  რამდენად  თავსებადია  ისინი იმ  საქმიანობებთან  და  პრინციპებთნ,  რომელსაც  გულისხმობს გაეროს  მდგრადი  განვითარების მიზნები. განსაზღვრულია მდგრადი განვითარების ინდიკატორების ამსახველ სექტორებში (შერჩევითი წესით) რეფორმების რელევანტურობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. კვლევა შესრულებულია სამაგიდო კვლევისა და თვისებრივი კონტენტ-ანალიზის მეთოდების და გაეროს, საქსტატის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით   შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით.

პოსტკოვიდურ ეპოქაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სასურველი მიმართულებით წარმართვის თვალსაზრისით ამჟამინდელი კრიზისი ქმნის შესაძლებლობას, მთავრობებმა პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის ხელშემწყობ ღონისძიებებში უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და მდგრადი ბიზნეს მოდელების დანერგვის ხელშეწყობაზე. მომავალი პანდემიების რისკების შემცირების მიზნით პოსტკოვიდურ პერიოდში მასტიმულირებელი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის დაცვასა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, საარსებო საშუალებების უზრუნველყოფაზე, ბუნების შენარჩუნებასა და გაფრთხილებაზე.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი URL:https://sdgsgeorgiablog.wordpress.com/?fbclid=IwAR0N-9AwBkHE6MneFEDPIqkIjzMR4FGcnBgQx1zpdwqPvz5ED-exIYow1gA (ნანახია 20.10.2022)
  2. გარემოსდაცვითი საქმიანობის ინდექსი 2020 (2020a) https://epi.yale.edu/epiresults/2020/country/geo (ნანახია 20.10.2022)
  3. Covid-19: From shock to recovery. URL:https://www.ebrd.com/what-we-do/economic-research-and-data/rep.html  (ნანახია 20.10.2022)
  4. Organisation for Economic Co-operation and Development (2020a). OECD updates G20 summit on outlook for global economy. 27/03/2020 - Updated 15 October 2021. URL: http://www.oecd.org/newsroom/oecd-updates-g20-summit-on-outlook-for-globaleconomy.htm (ნანახია 20.10.2022)
  5. Sustainable development goals. United Nations. Statistical Annex.
    URL:https://sustainabledevelopment.un.org/content/documents/26391Statistical_Annex_Georgia.pdf  (ნანახია 20.10.2022)