რუსეთ-უკრაინის ომის ზეგავლენა მსოფლიოსა და საქართველოს სავაჭრო ბალანსზე

ავტორები: ლაშა ბერიძე

საკვანძო სიტყვები: ექსპორტი; იმპორტი; სავაჭრო ბალანსი; სანქცია; ნავთობპროდუქტები; სასურსათო პროდუქცია

J.E.L. Classification: F18, F44, F24

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.24.13

ციტირებისათვის: Beridze L., (2022) The impact of the Russia-Ukraine war on the trade balance of the world and Georgia. Vol. 17, 2(24), p. 89-103. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.24.13

ანოტაცია.

რუსეთის ფედერაციის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, აშკარა აგრესია და მისი გავრცელების საფრთხე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კიდევ უფრო არაპროგნიზირებადს ხდის მსოფლიო ეკონომიკურ გარემოს. პანდემიის დასრულების დასაწყისი დაემთხვა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას და თითქოს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო გაართულა.  მიწოდების ჯაჭვების რღვევამ მსოფლიო მასშტაბით გამოიწვია ინფლაცია, განსაკუთრებით აღნიშნული შეეხო სტრატეგიულ საქონელს, მათ შორის სურსათს და ენერგორესურსებს.

ნაშრომში წარმოდგენილი და გამოკვლეულია საქართველოს სავაჭრო საპტრტნიორო ქვეყნებისა და მსოფლიო მოწინავე ეკონომიკების მაკროეკონომიკური მაჩვენებლების  დინამიკური ანალიზი ომამდე და ომის პერიოდში. მსოფლიო და სავაჭრო საპარტნიორო ქვეყნები შერჩეულ იქნა მიზნობრივი კვლევის ფარგლებში. საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის გამო, საქართველოს სავაჭრო ბალანსის მუდმივი დეფიციტი, როგორც აღმოჩნდა კიდევ უფრო ართულებს იმპორტირებული საქონლის ინფლაციურ წნეხს საბოლოო მომხმარებლებზე.  საქართველოს სავაჭრო ბალანსის სტრუქტურაში ძირითადია ის საქონელი, რომელიც ადგილობრივი ნაწარმი არ არის და ფაქტობრივად გვიწვეს ექსპორტის დაფინანსება იმპორტის ხარჯზე (ატომური რეაქტორები, მათი დანადგარები, მიწისზედა ტრანსპორტი და სხვ). 

ნაშრომში გამოკვლეული სხვადასხვა სარეიტინგო კომპანიის საპროგნოზო მაჩვენებელი ზოგიერთ საქონელთან მიმართებით (ნავთობი, ხორბალი) და მნიშვნელოვანწილად ვარაუდები აღმოჩნდა მცდარი, მაგრამ არსებული ინფლაციაც გამოწვევაა საქართველოსა და  მსოფლიოსათვის. საქართველოს მაკროეკონომიკური მონაცემების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მოცემულ ეტაპზე შედარებითი სტაბილიზაცია და ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია რუსეთის ფედერაციიდან მგზავრთა და ფულადი ნაკადების შემოდინების პროგრესით წინა პერიოდთან შედარებით. საქართველოსთვის ეს პროცესი ერთჯერადია და ომის დასრულების შემდეგ არსებული ეკონომიკური ვითარების  გაუარესებას უნდა ველოდოთ. ამიტომ, სამომავლო ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის მიზანშეწონილად უნდა მივიჩნიოთ რუსეთის ეკონომიკისაგან დისტანცირება.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Administration, U. S. (2022, october 04). U. S. imports from Russia of crude oil and petrolium products, mothly. Retrieved from U. S. Energy Information Administration: https://www.eia.gov/opendata/v1/qb.php?sdid=PET.MTTIM_NUS-NRS_1.M
  2. BCC. (2022, November 11). EU reveals its plans to stop using Russian gas. Retrieved from BBC: https://www.bbc.com/news/science-environment-61497315
  3. CGTN. (2022, october 28). Mercedes-Benz sells off shares to local investor after leaving Russia. Retrieved from CGTN: https://newseu.cgtn.com/news/2022-10-28/Mercedes-Benz-sells-off-shares-to-local-investor-after-leaving-Russia-1etTRJK7wcg/index.html#:~:text=Mercedes%2DBenz%20is%20the%20latest,15%25%20stake%20in%20Kamaz%20trucks.
  4. Department, S. R. (2022, November 07). Dependence on Russian gas in Europe 2021, by country. Retrieved from Statista: https://www.statista.com/statistics/1201743/russian-gas-dependence-in-europe-by-country/
  5. ECONOMICS, T. (2022, November 08). Brent crude oil. Retrieved from TRADING ECONOMICS: https://tradingeconomics.com/commodity/brent-crude-oil
  6. ECONOMICS, T. (2022, November 08). TRADING ECONOMICS. Retrieved from Chikago wheat futures prices: https://tradingeconomics.com/commodity/wheat
  7. ECONOMICS, T. (2022, November 08). TRADING ECONOMICS. Retrieved from statistical indicators of the countries: https://tradingeconomics.com/
  8. Georgia, N. B. (2022, November 08). National Bank of Georgia. Retrieved from National Bank of Georgia, Interactive statistic, external trade: https://analytics.nbg.gov.ge/views/External_Trade_GE/sheet0?iframeSizedToWindow=true&%3Aembed=y&%3AshowAppBanner=false&%3Adisplay_count=no&%3AshowVizHome=no
  9. HOUSE, T. W. (2022, MaRCH 08). ACT SHEET: United States Bans Imports of Russian Oil, Liquefied Natural Gas, and Coal. Retrieved from THE WHITE HOUSE: https://www.whitehouse.gov/briefing-room/statements-releases/2022/03/08/fact-sheet-united-states-bans-imports-of-russian-oil-liquefied-natural-gas-and-coal/
  10. NATIONAL STATISTICAL OFFICE OF GEORGIA. (2022, November 08). Retrieved from External Trade Portal: http://ex-trade.geostat.ge/en
  11. OECD. (2022, November 07). The impacts and policy implications of Russia's aggression against Ukraine on agricultural markets. Retrieved from OECD: https://www.oecd.org/ukraine-hub/policy-responses/the-impacts-and-policy-implications-of-russia-s-aggression-against-ukraine-on-agricultural-markets-0030a4cd/
  12. Service, N. S. (2022, November 08). Service, National Statistics Office of Georgia. Retrieved from External trade by goods, 2022: https://www.geostat.ge/media/49204/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E
  13. WSJ. (2022, SEPTEMBER 26). Russia’s War in Ukraine to Cost Global Economy $2.8 Trillion, OECD Says. Retrieved from THE WALL STREET JOURNAL: https://www.wsj.com/articles/russias-war-in-ukraine-to-cost-global-economy-2-8-trillion-oecd-says-11664177401