იმერეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ზოგიერთი ასპექტები

ავტორები: ნაირა ვირსალაძე, მალვინა ყიფიანი

საკვანძო სიტყვები: იმერეთის რეგიონი; აგროზონა; შემოსავლების სიმცირე; მიგრაცია; სიღარიბე

J.E.L. Classification: R3; Q4

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.24.04

ციტირებისათვის: ვირსალაძე ნ., ყიფიანი მ., (2022) იმერეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ზოგიერთი ასპექტები. ეკონომიკური პროფილი. ტ. 17, 2(24), გვ. 128-137. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.24.04

ანოტაცია.

გლობალური პრობლემების ფონზე აქტუალური ხდება ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დამახასიათებელი ძირითადი ტენდენციები. ისინი  მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ქვეყნის მდგრად განვითარებაზე. რეგიონული პრობლემების სრულფასოვანი შეფასების მიზნით უპირველესი და აუცილებელი პირობაა კონკრეტული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების თავისებურებათა შესწავლა და მეცნიერული ანალიზი, რეგიონების განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის  უთანაბრობის გამოწვევის რეალური მიზეზების დადგენა. იმერეთის რეგიონის განვითარების ძირითად ასპექტებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემები: უმუშევრობის ზრდა, მიგრაციისა და სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულების მაღალი მაჩვენებელი,  დაბალი შემოსავლები.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ვირსალაძე ნ. ყიფიანი მ. (2021). პანდემია, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა. ეკონომიკური პროფილი, N21. DOI: https://doi.org/1052244/ep.2021.21.05  
  2. ინგოროყვა პ. (2019) საქართველოს რეგიონები, თბილისი.
  3. იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021  წწ.
  4. კოღუაშვილი პ., ჩიხლაძე ნ. (2017); სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი - სამეწარმეო მობილიზაციის ეფექტური ფორმა. ბიზნეს ინჟინერინგი, №3, გვ.72. URL: https://drive.google.com/file/d/1DaMoBMpC4lqEC9dGrO87ERCpII4WXZuX/view
  5. ჩიხლაძე ნ., (2021), რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის  თეორიული და პრაქტიკული მიდგომები, ქუთაისის უნივერსიტეტი.
  6. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მასალები (URL: www.geostat.ge)