გამოხმაურება ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თეონა გრიგოლაშვილის ნაშრომზე „საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სრულყოფის მეთოდოლოგიური საფუძვლები”

ავტორები: ნიკოლოზ ჩიხლაძე

საკვანძო სიტყვები: .

J.E.L. Classification: .

DOI: .

ციტირებისათვის: .

ანოტაცია.

ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეონა გრიგოლაშვილმა გამოსცა მონოგრაფია „საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სრულყოფის მეთოდოლოგიური საფუძვლები“ (გამომცემლობა „ივერიონი“. თბილისი 2022, -174 გვერდი ISBN 978-9941-8-4627-4)

ნაშრომის აქტუალობა ეჭვგარეშეა. ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში არსებული, ფულის მიმოქცევა წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს და იმყოფება როგორც ხელისუფლების, ასევე მეცნიერ–მკვლევართა მუდმივი ყურადღების ცენტრში. როგორც წესი, კლასიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში განიხილება ფულად–საკრედიტო პოლიტიკის რეალიზების ტრადიციული სქემა: ამოცანების, მეთოდების და ინსტრუმენტების ჩამონათვალი, რომლითაც ცენტრალური ბანკი ახდენს ფულად–საკრედიტო პოლიტიკის მიზნების რეალიზებას.

ამასთან, ხშირად განხილვის მიღმა რჩება, თუ როგორ ხდება ფულად–საკრედიტო პოლიტიკის ამა თუ იმ მექანიზმის ეფექტიანი გამოყენება გარე შოკების და ეროვნული ეკონომიკის საბაზრო მექანიზმის თვითრეგულირების განუვითარებლობის პირობებში და ამ ფონზე რამდენად არის შესაძლებელი ფულად–საკრედიტო პოლიტიკის ტრადიციული მეთოდებით მისი ეფექტიანობის ამაღლება.

მონეტარული ხელისუფლების მიერ ფულად–საკრედიტო პოლიტიკის მიზნებისა და მათი განხორციელების ინსტრუმენტებს შორის წყვეტა აფერხებს როგორც საბანკო სექტორის, ასევე მთლიანად ეკონომიკის ევოლუციური პროცესის განვითარებას. ფულად–საკრედიტო პოლიტიკის ფორმალურად გამოყენებადი მეთოდები ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო ხშირად ატარებენ დისკრეციულ ხასიათს. კერძოდ, ამა თუ იმ მეთოდის ან ინსტრუმენტის არასწორი შეფასება იწვევს ანალოგიურ ნეგატიურ შედეგს. ამიტომ, მნიშვნელოვანია არა მარტო ფულად– საკრედიტო პოლიტიკის მეთოდების ყოველმხრივი ანალიზი, არამედ ახალი მეთოდების შემუშავება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განვითარებადი ეკონომიკის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის.

საქართველოს საბანკო სისტემის ევოლუცია წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფულად-საკრედიტო პოლიტიკის თანდათანობითი გარდაქმნის პროცესს. საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და მისი სხვადასხვა სექტორის განვითარების დაბალანსების თვალსაზრისით საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესწავლა უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ფულად–საკრედიტო პოლიტიკას განმსაზღვრელი ადგილი უჭირავს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში. ცხადია, ფულად–საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტები, ზოგადად მისი გატარების მეთოდოლოგია უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტიან საპროცენტო პოლიტიკას და ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზრის მეშვეობით გავლენა მოახდინოს ეკონომიკის არასაფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე.

მიგვაჩნია, რომ ნაშრომი დიდ სარგებლობას მოუტანს ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებსა და ინსტიტუტებს.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა: .