საქართველოში საპენსიო ფონდების ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საკითხისათვის

ავტორები: დიანა უგლავა

საკვანძო სიტყვები: საპენსიო ფონდი; ბუღალტრული აღრიცხვა; ფინანსური ანგარიშგება; საპენსიო აქტივები.

J.E.L. Classification: M41, M48

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2023.25.10

ციტირებისათვის: უგლავა დ., (2023) საქართველოში საპენსიო ფონდების ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საკითხისათვის. ეკონომიკური პროფილი. ტ. 18, 1(25), გვ. 18-24. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2023.25.10

ანოტაცია.

საქართველოს საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხების ოდენობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ შენატანების სიდიდეზე, ფონდის მოგებასა და მონაწილეთა რაოდენობაზე. საპენსიო სისტემა გრძელვადიანი ფინანსური რესურსების წყაროა, რომელიც  ხელს უწყობს კაპიტალური ბაზრის განითარებას, ეს უკანასკნელი დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. საპენსიო ფონდების  ეფექტურობის სერიოზულ გამოწვევას ქმნის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინფორმირებულობა, თუ როგორ ხორციელდება საპენსიო შენატანები, ინვესტირება დაგროვებული თანხებისა, როგორია მათი სარგებლიანობა და რისკები. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საპენსიო ფონდების დაცულობა, გამჭირვალობა და კონტროლი.

ჩვენს ქვეყანაში კერძო დაგროვებითი საპენსიო ფონდი  ახლო წარსულში ჩამოყალიბდა და აუცილებელია ანგარიშგების  წარდგენისათვის სრულყოფილად დაინერგოს ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები და მათი მოთხოვნების საფუძველზე  მომზადდეს და გამოქვეყნდეს ფინანსური ანგარიშგება.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჭიკაიძე ნ., (2017) დაგროვებითი პენსიის სოციალურ-ეკონომიკური პერსპექტივები, ჟ. ეკონომიკა, #3-1;
  2. P. J. Sweeting (2011) What SSAP 24 can tell us about accounting quality. Published online by Cambridge University Press. URL: https://bit.ly/3Bgd2l4 (გადამოწმებულია 10.04.2023);
  3. ბასს 26 „საპენსიო პროგრამების ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება“ URL:https://saras.gov.ge/ka/Ifrs/Pdf/596; (გადამოწმებულია 10.04.2023);
  4. ხარაბაძე ე.,(2018) ფინანსური აღრიცხვა (მე-2 დონე, ლექციების კურსი).
  5. სსიპ „საპენსიო სააგენტო“. დაგროვებითი საპენსიო სქემის შუალედური ფინანსური ანგარიშგება. URL:https://pensions.ge/ka/public-information/financial-reports/non-audited-financial-statements/06-2022-IFRS (გადამოწმებულია 10.04.2023).