აკვაკულტურის განვითარების როლი საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკის ზრდის საქმეში
ავტორები: ლავრენტი ჩიბურდანიძე, ცისკარა ზარანდია
საკვანძო სიტყვები: სამცხე-ჯავახეთის რეგიონი; აკვაკულტურა; რეგიონული პოლიტიკა; წყლის ბიორესურსები;
J.E.L. Classification: R1, O18
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2023.25.06
ციტირებისათვის: ჩიბურდანიძე ლ., ზარანდია ც., (2023) აკვაკულტურის განვითარების როლი საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკის ზრდის საქმეში. ეკონომიკური პროფილი. ტ. 18, 1(25), გვ. 54-61. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2023.25.06
ანოტაცია. მსოფლიო ოკეანეში თევზის რეწვის ტენდენციის შემცირების კვალობაზე აკვაკულტურა თითქმის ყველა ქვეყნისათვის შეუცვლელი საზრუნავი გახდა. ეს, პირველ რიგში, შეეხება წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს. აკვაკულტურამ მაქსიმალურად უნდა დააკმაყოფილოს მოსახლეობის მზარდი მოთხოვნები წყლის საკვებ ბიორესურსებზე და მათ შორის თევზზე. საქართველოს უნიკალური მტკნარი წყლის რესურსები უნდა გახდეს მაღალხარისხოვანი თევზის წარმოებისა და ექსპორტის წყარო. მთლიანად ქვეყანაში და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებობს მრავალი წყალუხვი დიდი და პატარა მდინარე, ბუნებრივი ტბები, გუბურები და წყალსაცავები მეთევზეობის განვითარებისათვის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების, აკვაკულტურის განვითარების შესახებ ჩატარებული კონფერენციების, გამოქვეყნებული პუბლიკაციებისა და კონკრეტული კვლევების მასალების გაანალიზებით, შევეცადეთ დაგვედგინა აკვაკულტურის განვითარების არსებული დონე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და დაგვესახა ამ დარგის განვითარების შესაძლებლობები არამარტო წარმოების მოცულობის ზრდის კუთხით, არამედ რეგიონის ეკონომიკური ზრდის საქმეში.
გამოყენებული ლიტერატურა:
- საქართველოს კანონი აკვაკულტურის შესახებ. 24.06.2020 URL:https://matsne.gov.ge/ka/document/view/4901055?publication=4 (გადამოწმებულია 29.03.2023)
- “აკვაკულტურა საქართველოში-2021”. სტატისტიკური პუბლიკაცია. თბ. 2022 URL:https://www.geostat.ge/ka/single-archive/3372 (გადამოწმებულია 29.03.2023)
- ფარცვანია ა., კაშია ე., ჰანუ მოლშა ჰ., (2017) ფერმერობა მეთევზეობაში. „ფაზისი“.
- შაყულაშვილი ნ., მანველიძე ნ., (2017) ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში. „ფაზისი“.
- Khavtasi M., and etc. (2010) Review of fisheries and aquaculture development potentials in Georgia. FAO Fisheries and Aquaculture Circular. No. 1055/1. Rome, FAO. 82 p. URL:https://www.fao.org/documents/card/en/c/54865f2c-37c6-5101-9dd6-ab3ff833a9cd (გადამოწმებულია 29.03.2023)
- Aquaculture market in the Black Sea: country profiles. General Fisheries Commission for the Mediterranean. FAO, Rome. URL:https://www.fao.org/3/cb8551en/cb8551en.pdf
- Elanidze R. (1983) Georgian Soviet Fishery Encyclopaedia. Main scientific redaction, t. 6, pp. 547-548. Tbilisi.
- Goradze R., Komakhidze A., Mgeladze M., Goradze I., Diasamidze R., Mikashavidze E., Komakhidze G. (2014). Importance of the Ecosystem Approach to Fisheries in Georgia. In: Lleonart J., Maynou F. (eds), The Ecosystem Approach to Fisheries in the Mediterranean and Black Seas. Sci. Mar. 78S1: 111-115. doi: http://dx.doi.org/10.3989/scimar.04030.27B