აგრარული პოლიტიკის ფორმირების რეგიონული გამოწვევები საქართველოში
ავტორები: პაატა კოღუაშვილი, ნიკო ჩიხლაძე
საკვანძო სიტყვები: რეგიონული ეკონომიკა; სოფლის მეურნეობა; ინსტიტუციური ეკონომიკა; საწარმოო ოპტიმიზაცია.
J.E.L. Classification: Q18, R0
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2023.26.01
ციტირებისათვის: კოღუაშვილი პ., ჩიხლაძე ნ., (2023) აგრარული პოლიტიკის ფორმირების რეგიონული გამოწვევები საქართველოში. ეკონომიკური პროფილი. ტ. 18, 2(26), გვ. 7–14. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2023.26.01
ანოტაცია.
თანამედროვე მსოფლიო შევიდა შეუქცევადი ცვლილებების და გლობალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის განხორციელების გადაუდებელ ფაზაში. დღევანდელ ვითარებაში აქტუალური ხდება სახელმწიფოს მიერ შექმნილი გონივრული, თანმიმდევრული, მოქნილი და კრიზისულ ვითარებებში ადაპტირებადი ეროვნული ეკონომიკური სტრატეგიული დოქტრინა, რომელშიც სათანადო როლი და ფუნქცია განისაზღვრება ქვეყნის რეგიონული და აგრარული პოლიტიკისათვის.
საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია მის მთავარ მიზნად კონკურენტული პროდუქციის შექმნას განიხილავს, თუმცა ერთიანი სამოქმედო გეგმა და დღეს სამინისტროს ხელთ არსებული სერვის-პროგრამები არ ტოვებს განცდას, რომ ჩვენ გააზრებული გვაქვს ყველა პრობლემა-გამოწვევა, რაც სხვა და სხვა ეტაპზე, საფეხურზე თუ ფაზაში ბუნებრივად იქმნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია რეგიონებში განსაკუთრებულ სიმაღლეზე ავიყვანოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მასტიმულირებელი პოლიტიკა
გამოყენებული ლიტერატურა:
- კოღუაშვილი პ., (2015) რომელია სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციფიკა. ახალი აგრარული საქართველო N-8;
- ჭითანავა ნ., (2021) გლობალური პროცესები ერთ პოლუსიან მსოფლიოში - საქართველოს ეკონომიკის როლი და უხილავი პრობლემები. მონოგრაფია. თბილისი.
- Алиев В., (2002) Региональные проблемы переходной экономики: Вопросы теорий и практики. М., Изд-во „Экономика“.
- ხარაიშვილი ე., (2011) კონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის პრობლემები საქართველოს აგროსასურსათო სექტორში. მონოგრაფია. თბილისი;
- North, D. C. (2006) Institutions, Institutional Change and Economic Performance;
- პაპავა პ., (2005) პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის მაკროეკონომიკა, თსუ-ს გამომცემლობა, თბილისი;
- Нуреев Р., (2019) Институциональная экономика. М., Изд-во „НОРМА“