დასაქმებულთა კმაყოფილება და შიდა მარკეტინგის პრობლემები საქართველოში
ავტორები: თეა ვალიშვილი, ლია გენელიძე
საკვანძო სიტყვები: მარკეტინგი; შიდა მარკეტინგი; თანამშრომელთა წახალისება; ქართული კომპანიები
J.E.L. Classification: M3, M31
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2023.26.10
ციტირებისათვის: ვალიშვილი თ., გენელიძე ლ., (2023) დასაქმებულთა კმაყოფილება და შიდა მარკეტინგის პრობლემები საქართველოში. ეკონომიკური პროფილი, ტ.18, 2(26). გვ.69-76. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2023.26.10
ანოტაცია. ახალ რეალობაში ბიზნესის წარმატების საზომი არამხოლოდ ფინანსური მოგება, არამედ მისი პოზიტიური იმიჯიცაა, რაც ეფექტური შიდა მარკეტინგის გარეშე წარმოუდგენელია. აღნიშნული გულისხმობს ბიზნესის მიზნების მისაღწევად პოზიტიური შიდა გარემოს შექმნას. შიდა მარკეტინგს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კომპანიის სრულფასოვნად ფუნქციონირებაში. საქართველოში შიდა მარკეტინგის განვითარება საწყის ეტაპზეა და ლიტერატურაც შედარებით მცირეა, თუმცა ინტერესი მაღალია წარმატებული კომპანიების მხრიდან. სტატიაში განხილულია შიდა მარკეტინგი, მისი წარმოშობა და მნიშვნელობა, გამოყენების თავისებურება, უცხოური კომპანიების მიერ დანერგილი პრაქტიკა, ქართული მაგალითებისა და რეალობის შეფასება. სტატიისათვის ჩატარდა ანკეტური კვლევა, რისთვისაც გამოიკითხა 65 ადამიანი. კვლევის მიზანი დასაქმებულთა შეხედულებების განსაზღვრა იყო შიდა მარკეტინგთან დაკავშირებით, ასევე კომპანიებში არსებული პრობლემების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრის გზების დასახვა. გამოკითხვის შედეგად, გაცხადდა რომ შიდა მარკეტინგი ქართულ კომპანიებში ნაკლებად განვითარებულია, დასაქმებულთა უმრავლესობა უკმაყოფილოა სამსახურით, სამუშაო გრაფიკით, შვებულების დღეების რაოდენობით, ანაზღაურებითა და დაწინაურების მცირე შესაძლებლობებით. დიდი ნაწილისთვის სირთულეს წარმოადგენს ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსის შენარჩუნება, ასევე თვითგანვითარების ნაკლებობა. გამოკითხვიდან ჩანს, რომ წარმატების მისაღწევად ქართულმა კომპანიებმა მეტი უნდა იზრუნონ მარკეტინგის გასატარებლად. დასაქმებულთათვის საჭიროა მინიმალური წახალისებების, სადაზღვევო პაკეტებისა და კორპორაციული საღამოების ნაცვლად, ინდივიდუალური, მათზე მორგებული ღონისძიებების განხორციელება, რაც ადამიანებს თვითრეალიზებისა და აქტიური მუშაობის შესაძლებლობას მისცემს, ხოლო სამსახური მხოლოდ ხელფასის მიღების საშუალება არ იქნება.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ქარდავა ე., (2018) დასაქმებულთა უფლებები. საერთაშორისო მიდგომები, ასოცირების შეთანხმების ვალდებულებები, საქართველოს რეალობა, რეფორმები, მიმართება ევროპასთან. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. https://www.asocireba.ge/files/Eka-Kardava-Labour-rights-2018.pdf
- კოტლერი ფ., არმსტრონგი გ., (2015). მარკეტინგის საფუძვლები. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი.
- Ahmed, P. K., Rafig, M., & Saad, N. M. (2003). Internal marketing and the mediating role of organisational competencies. European Journal of Marketing, 37(9), 1221–1241. Retrieved from http://ceres.emeraldinsight.com
- Ballantyne, D. (2000). The strengths and weaknesses of internal marketing. In Internal Marketing. Routledge. https://doi.org/doi:10.4324/9780203207352.ch3
- Bansal, H. S., Mendelson, M. B., & Sharma, B. (2001). The impact of internal marketing activities on external marketing outcomes. Journal of Quality Management. Retrieved from http://www.sciencedirect.com
- Chan, K. C., Gee, M. V., & Steiner, T. L. (2000). Employee happiness and corporate financial performance. Financial Practice & Education, 10(2), 47-52
- Ferdous, A. S., & Polonsky, M. (2014). The impact of frontline employees’ perceptions of internal marketing on employee outcomes. Journal of Strategic Marketing, 22(4), 300–315. Retrieved from http://10.0.4.56/0965254X.2013.876077
- Kotler, P. (1997). Marketing Management – Analysis, Planning, Implementation and Control. Upper Saddle River, NJ: Prentice Hall
- Narteh, B., & Odoom, R. (2015). Does Internal Marketing Influence Employee Loyalty? Evidence From the Ghanaian