ეთნოეკონომიკის ზოგიერთი საკითხი

ავტორები: დავით შავიანიძე, გიორგი ღავთაძე

საკვანძო სიტყვები: ეთნოეკონომიკა; სათემო მმართველობა; ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები; ეკონომიკური ყოფა.

J.E.L. Classification: N9, R0

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2023.26.03

ციტირებისათვის: შავიანიძე დ., ღავთაძე გ., (2023) ეთნოეკონომიკის ზოგიერთი საკითხი. ეკონომიკური პროფილი. ტ. 18, 2(26), გვ. 85-94. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2023.26.03

ანოტაცია.

 ნაშრომში, ეთნოგრაფიული მასალების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, განხილულია ეთნო-ეკონომიკის საინტერესო საკითხები. კერძოდ:

მიზეზები სასოფლო დასახლებების დაცლის პროცესის დაწყებისა, რომელიც ახლაც მიმდინა­რეობს, თუმცა სათავეს იღებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედიდან; შრომა-საქმიანობაში ერთმანეთის გვერდით დგომის სურვილიანი წესის უარყოფის შედეგები; პირადი ეკონომიკურ-ყოფი­თი და სოციალური მდგომარეობის გაკეთილშობილების („შეძლებულად ცხოვრება“) თანამედროვე საშუალებების ინტეგრირება ყოველდღიურობაში.

სოფლის დაცლისა და ტრადიციული მეურნეობის გაუქმების მიზეზებად გვევლინება შემდეგი:

  1. „ხალხისეული ცხოვრების“, მეურნეობის მართვის ტრადიციული, დროით გამოცდილი მიდგ­ომების უგულებელყოფა.
  2. ტრადიციული ადგილობრივი სათემო მმართველობის გაუქმება, მაგალითად, „მახვშის“ ინსტიტუტის ჩანაცვლება „ხრიკის მცოდნე, ხელფასიანი“ მამასახლისებით.
  3. ერთობის, ერთმანეთისთვის შრომის ეტაპობრივი ჩანაცვლება მიდგომით „ჩემი იყოს“. ვგუ­ლის­ხმობთ, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების მოწესრიგების გზაზე მივიწყებულ იქნა ერთმანეთ­ისთვის „უანგარო დახმარების წესი“;
  4. „კანონისმიერად აღიარებული“, თუმცა ადამიანის შესაძლებლობა გაუთვალისწინებელი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობები. რწმენის მაძლიერებელი „ბეგარის“ ჩანაცვლება „კანონის მუხლით შენზე მოწერილი შეუსაბამო ნატურით“;
  5. ღმერთისთვის „ხელმოწყობილი ბედნიერების“ თხოვნის ჩვეულების მივიწყება.

ვლინდება, რომ სახელმწიფოს მხიდან სოციალური კეთილდღეობის ამაღლების მიზნით სხვად­ასხვა ეკონომიკური პროგრამების ამოქმედებამდე, პიროვნება, თემი თავად იყო ორიენტირებული მიეღო უკეთესი ყოფა და „ეკონომიკურად წელგამართულებს“ გაენაწილებინათ „სარგებელი“ საკუ­თარი ოჯახისა და მტერ-მოყვარის საჭიროებისთვის.

კომპლექსური კვლევის საფუძველზე ირკვევა ტერმინების: „ნაძახი“, „ცუდი მეორშაბათე“, „გაშვ­ება“ და „სიმშვიდე“, „ბეგარა“ ისტორიული მნიშვნელობა; ასევე, „რწმენიანი და გათვლილი შრომით“ მი­ღ­ე­ბული უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის სახელი - „შედარებით უკეთესი ყოფა“. ერთობილი კვლევა დავაფუძნეთ კიდეც ეთნოგრაფიული მასალებს. შევუდარეთ სამეცნიერო ლი­ტე­რატურაში ჩვენამდე და ჩვენს მერე დაბეჭდილ მსგავსს.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გურგენიძე ვ., (2023) მოხელის სამაგიდო ლექსიკონი.  თბ., 2004. - 483 გვ.
  2. გუჯეჯიანი რ., (2008). ქართველ მთიელთა მენტალობის ისტორიიდან (სვანეთი), თბ., „უნივერ­სალი“
  3. კოპალიანი კ., ჩომახიძე ელ., ზუბაშვილი ა. (2021) ფულის ფსიქოლ­ოგიური არსი. ბიზნესი და კანონმდებლობა, N2. URL: https://ojs.b-k.ge/in­de­x.p­hp/bk/article/view/726  (დადასტურება 6.10.2023).
  4. ნიკოლაიშვილი ელ., (2019) მოთხრობები გურიის ახლო წარსულიდან. დიალექტური ტექსტების კრებული.
  5. ქართულ კილოთქმათა სიტყვის კონა (ქკთსკ). შემდგენელი ალ. ღლონტი, თბ., 19­74
  6. ცაგარეიშვილი თ., (2019). ცოცხალი ისტორიები. ჯულიეტა რუხაძის ეთნოგრაფიული ჩანაწერები.
  7. ხელაია გ. (2007) გამოჩენილი ქართველი მეცნიერი ვასილ ჩანტლაძე. საქართველოს ეკონომიკა, N1. URL: https://geoeconomics.ge/?p=2627 (დადასტურება 6. 10. 2023).
  8. ჩახვაშვილი დ., (2001) XX საუკუნე და „ოპიუმი ხალხისათვის“. საქართველოს ეკონომიკა, N5. https://geoeconomics.ge/?p=421 (დადასტურება 6. 10. 2023).
  9. ზუბაშვილი ა., (2021). ფულის ფსიქოლოგიური არსი. ბიზნესი და კანონმდებლობა. URL: https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/726 (დადასტურება 6. 10. 2023).