კროს-რეგიონული თანამშრომლობის როლი შიგარეგიონული დისპროპორციების დაძლევაში პოსტ-კრიზისულ საქართველოში

ავტორები: აზა იფშირაძე, სალომე ქარჩხაძე

საკვანძო სიტყვები: რეგიონული დისპროპორციები, რეგიონთაშორისი თანამშრომლობა, ახალი რეგიონალიზმი

J.E.L. Classification: O180

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.10

ციტირებისათვის: Iphshiradze A., Karchkhadze S., (2024) The role of cross-regional cooperation in overcoming intra-regional disproportions in post-crisis Georgia (in English). Economic Profile, Vol. 19, 1(27), p. 7–14. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.10

ანოტაცია.

ქართულ სამეცნიერო წყაროებში, შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც კრიზისებთან ბრძოლისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის წინაპირობას. არადა, ასეთი მიდგომები დადებითად აღიქმება დასავლეთის მკვლევრების მიერ. ამიტომ, წინამდებარე სტატიის ფარგლებში, ავტორებმა მიზნად დაისახეს, ერთი მხრივ, თანამედროვე რეგიონული განვითარების ისეთი მაგალითების გაანალიზება, რომელთაც მნიშნველოვანი როლის შესრულება შეუძლიათ მდგრადობის უზრუნველყოფაში, კროს-რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების საფუძველზე და, მეორე მხრივ, სათანადო დასკვნების გაკეთება და რეკომენდაციების შემუშავება, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით.

მიუხედავად მწყობრი, თანმიმდევრული და ლოგიკური თეორიული მსჯელობებისა, რეალურად, რეგიონულ განვითარებაში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი დისპროპორციები, რაც კიდევ უფრო გამოკვეთილ სახეს იღებს კრიზისების პერიოდში. ვითარება თანაბრად პრობლემურია საქართველოს რეგიონების უმეტესობისათვის. მდგომარეობის გამოსწორება, ტერიტორიული ერთეულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრ განსხვავებულ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული.

ავტორების მიერ, გასულ წლებში გამოქვეყნებულ სხვადასხვა სტატიებში, ყურადღება გამახვილებულ იქნა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებზე, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაზე, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებზე. ამჯერად, ყურადღება შეჩერდა სკანდინავიურ გამოცდილებაზე. ყველა ანალიზი ცხადყოფს, რომ კონკრეტული რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური (და არამარტო) კავშირების არსებობა ამყარებს მთლიანად რეგიონის პოზიციებს გლობალური მასშტაბით, ზრდის რეგიონის მიმართ დაინტერესებას, მის საინვესტიციო მიმზიდველობას და ა.შ., რაც დადებითად აისახება სახელმწიფოთა პესპექტივებზე, ეკონომიკურ ზრდაზე, სტაბილურობასა და დინამიურობაზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე და, რაც მთავარია, კრიზისების მიმართ მედეგობაზე.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Amin A., (2016). Regions unbound: Towards a new politics of place. Geografiska Annaler: Series B, Human Geography, 86(1), 33–44. https://doi.org/10.1111/j.0435-3684.2004.00152.x
  2. Calzada, I. (2015). Benchmarking future city-regions beyond nation-states. Regional Studies, Regional Science, 2(1), 351–362, available at: https://doi.org/10.1080/21681376.2015.1046908
  3. Gavtadze G., Karchkhadze S., (2024) Challenges and prospects of cooperation between the countries of the South Caucasus: the context of the Eastern Partnership Initiative, scientific journal “Vectors of Social Science” (www.vectors.ge), Georgian National University SEU, Volume 7, 2024, p. 15-23, https://doi.org/10.51895/VSS7/Gavtadze/Karchkhadze, available at: https://vectors.ge/wp-content/uploads/2024/04/GEORGE-GAVTADZE-SALOME-KARCHKHADZE.pdf  
  4. Gavtadze G., Chikhladze  N., (2020) Opportunities of using regional investment risk for the improvement of regional development diagnostics, Bullеtin of the Georgian National Academy of Sciences,vol.14, #3, p. 135-141, available at: http://science.org.ge/bnas/vol-14-3.html
  5. Grundel I., (2021) Contemporary regionalism and The Scandinavian 8 Million City: spatial logics in contemporary region-building processes, Regional Studies, 55:5, 857-869, available at: https://doi.org/10.1080/00343404.2020.1826419
  6. Martin J., (2001) The rise of the regional state in economic governance: “partnerships for prosperity” or new scales of state power? Environment and Planning A 2001, volume 33, pages 1185-1211, Institute of Geography and Earth Sciences, University of Wales, available at: https://journals.sagepub.com/doi/pdf/10.1068/a32185
  7. Paasi A., Metzger J., (2016). Foregrounding the region, Regional Studies, 51(1), 19-30, available at: 00343404.2016.1239818 (tandfonline.com)
  8. The Scandinavian 8 million City project, COINCO North, 2012, available at: https://www.northsweden.eu/media/2288/the-scandinavian-8-million-city.pdf 
  9. Recalculation of basic demographic data for the years 1994-2014, National Statistics Service, (in Georgian) is available at: https://www.geostat.ge/media/13784/gadaangarisheba-report-_-Geo_2018.pdf
  10. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. https://www.geostat.ge/media/13784/gadaangarisheba-report-_-Geo_2018.pdf (24.04.2024.)