ჰიდრომელიორაციის ინსტიტუციური მოწყობის საერთაშორისო მოდელები და საქართველო
ავტორები: პაატა კოღუაშვილი, ანა ომანაძე
საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური ეფექტიანობა; ჰიდრომელიორაცია; ჰიდროლოგია; ირიგაცია; ინოვაცია.
J.E.L. Classification: Q16, O2
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.03
ციტირებისათვის: კოღუაშვილი პ., ომანაძე ა., (2024) ჰიდრომელიორაციის ინსტიტუციური მოწყობის საერთაშორისო მოდელები და საქართველო. ეკონომიკური პროფილი, ტ. 19, 1(27), გვ. 25-34. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.03
ანოტაცია.
განვითარების მიმდინარე ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ქვეყნის სასურსათო პოტენციალის მაქსიმალურ ამოქმედებაზე. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სასურსათო დეფიციტის დაძლევა, მოსახლეობის უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი, მრავალფეროვანი, უვნებელი, ხარისხიანი და საკმარისი რაოდენობის სურსათით. სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია და მისი გადაქცევა მაღალტექნოლოგიურ დარგად არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანამ დაიკმაყოფილოს თავისი სასურსათო მოთხოვნილებები. გამოსავალი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაღალეფექტიან გამოყენებასა და საჰექტარო მოსავლიანობის ზრდაშია. ამ ამოცანის მისაღწევად მხოლოდ ერთი გზა რჩება - მიწების რაციონალური გამოყენება. მოცემული ნიადაგის თვისებების გასაუმჯობესებლად ხშირად ადამიანის დამატებითი შრომა და აგროკულტურული ღონისძიებებია გასატარებელი, რაც მელიორაციას უკავშირდება.
ნაშრომში მოცემულია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის არსებული მდგომარეობის ანალიზი, საერთაშორისო გამოცდილების განზოგადების საფუძველზე შემუშავებულია აგრომელიორაციის გამოყენების ეკონომიკურ-ინოვაციური წინადადებები.
გამოყენებული ლიტერატურა:
- კოღუაშვილი პ., ქვარცხავა გ., (2019) მარცვლეულის წარმოება - სასურსათო დამოუკიდებლობის გარანტი. „ახალი აგრარული საქართველო“, N9. URL: https://drive.google.com/drive/folders/19xaWsag5w7O_yxs2JvH7WeDNRVY5G-PR (ნანახია 20.03.2024)
- ფანჩულიძე ჯ., კოღუაშვილი პ., (2022) ჰიდრომელიორაცია - სასურსათო უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი. „ახალი აგრარული საქართველო“, N5; URL: https://drive.google.com/drive/folders/12Y8lAAuxpELZZXLeqafDXP0fipwMbSmu (ნანახია 20.03.2024)
- ფანჩულიძე ჯ., კოღუაშვილი პ., (2023) მიწის ადმინისტრირება და მიწათსარგებლობის მონიტორინგი. თბ., საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“;
- ფანჩულიძე ჯ., კიკაბიძე მ., (2022) მელიორაციული ჰიდროლოგია. თბ., „უნივერსალი“;
- „საქართველოს მელიორაცია”, 2021-2022 წლების ანგარიში (URL:https://www.ag.ge
- საქართველოს სატატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალები. სოფლის მეურნეობა და სასურსათო უსაფრთხოება. URL: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/70/soflis-meurneoba-da-sasursato-usafrtkhoeba