რეგიონში ტურისტული და გადამზიდავი კომპანიების თანამშრომლობის ორგანიზაციული მოდელის სრულყოფა

ავტორები: გვანცა არჯევანიძე, თეიმურაზ კოჩაძე, იზოლდა დანგაძე

საკვანძო სიტყვები: ტურიზმი; ტურისტული ტრანსპორტი; სატრანსპორტო კომპანიები; SWOT ანალიზი

J.E.L. Classification: R42, Z3

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.04

ციტირებისათვის: არჯევანიძე გ., კოჩაძე თ., დანგაძე ი., (2024) რეგიონში ტურისტული და გადამზიდავი კომპანიების თანამშრომლობის ორგანიზაციული მოდელის სრულყოფა. ეკონომიკური პროფილი, ტ. 19, 1(27), გვ. 35-41. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.04

ანოტაცია.

ტურისტული მოგზაურობა განისაზღვრება დროში და სივრცეში გადაადგილებით, შესაბამისი მიზნებით და ყოფნის ხანგრძლივობით. ტრანსპორტის და ტურიზმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა მუდმივად იზრდება. ეს ნაწილობრივ,  ტურიზმისა და ტრანსპორტის განვითარების ისტორიითაც არის განპირობებული.

ტურიზმი ქვეყნის განვითარებაში ერთ-ერთ პრორიტეტულ მიმართულებად არის აღიარებული. მისი განვითარება შეუძლებელია რეგიონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის და მომსახურე დარგების განვითარების გარეშე. ამ მხრივ სატრანსპორტო მომსახურებას გადამწყვეტი როლი ეკისრება დარგის აღორძინებაში. იმერეთის რეგიონში ტურისტების სატრანსპორტო მომსახურება ძირითადად ხორციელდება კერძო სატრანსპორტო და ტურისტული კომპანიების საშუალებით. კვლევის პროცესში ტურისტული და სატრანსპორტო კომპანიებსათვის დამუშავებული იქნა ტურისტული  და გადამზიდავი კომპანიების თანამშრომლობის ორგანიზაციული მოდელის სხვადასხვა ვარიანტები და გაკეთდა მათი SWOT ანალიზები.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. არჯევანიძე გ., დანგაძე ი., ჩოგოვაძე ჯ. (2021). საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების დანერგვა საქართველოს ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვაში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მოამბე.  ქუთაისი,  გვ. 121-131.
  2. Arjevanidze G., Lekveishvili R., Dangadze I., Purtskhvanidze G. (2021). Trends in the development tourism transport infrastructure in Georgia and the wider the region. SCIENTIFIC TECHNICAL UNION OF MECHANICAL ENGINEERING "INDUSTRY 4.0", P. 8-11.
  3. Arjevanidze G., Dangadze I. (2022) Use of innovative methods in the management of tourist transport infrastructure. trans&MOTAUTO ’22 PROCEEDINGS ISSN 1313-5031(Print), ISSN 2535-0307 (Online) VARNA, BULGARIA Publisher: Scientific-technical union of mechanical engineer, P. 89-92.
  4. Pender L., Sharpley R. (2005). The Management of Tourizm. London: SAGE Publications, 323 p.
  5. Stephen J. Page (2009). Transport and tourism. Global perspectives. 3rd edition, London: Pearson education Ltd, 447 p.
  6. Кусков А., (2008). Транспортное обеспечение в туризме учебник. М.: КноРус, 368