მიკრობანკის, როგორც საფინანსო სექტორის ახალი წარმომადგენელის გამოწვევები

ავტორები: ლაშა ბერიძე, რამინ ცინარიძე

საკვანძო სიტყვები: ბანკი; მიკრობანკი; მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; აქტივები; სესხები

J.E.L. Classification: G21, G18

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.11

ციტირებისათვის: Beridze L., Tsinaridze R., (2024) Challenges of the microbank as a new representative of the financial sector (in English). Economic Profile, Vol. 19, 1(27), p. 42–49. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.11

ანოტაცია.

ფინანსურ სექტორში მხოლოდ საბანკო კონკურენციის არსებობა ვერ უზრუნველყოფს მის დაწევას. ფინანსური სექტორის მონაწილეებს ლიკვიდური აქტივები სჭირდებათ საკუთარი და მოზიდული სახსრების სამართავად და ეფექტიანად განსაკარგავად, შესაბამისად, ამ პროცესში ფინანსური სექტორის ზედამხედველი ორგანო - ეროვნული ბანკის ატარებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომელიც დამოკიდებულია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ამ ლოგიკით იქნა მიღებული ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შეიქმნა მიკრობანკები.

მიკრობანკების გამოცდილების დიდი ისტორია მსოფლიოს არ აქვს, მაგრამ კომერციული ბანკების სპეციალიზაციით კლასიფიცირებას რა თქმა უნდა ვიცნობთ და აღნიშნულის ნათელი მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებია.  საქართველოში მიკრობანკებს მოუწევთ გამოწვევებთან გამკლავება და  კონკურენციაში შესვლა როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, ასევე კომერციულ ბანკებთან, ამიტომ მისი შექმნა რამდენად გაამართლებს შექმის მიზნებს შესაფასებელი იქნება პრაქტიკაზე დაკვირვებით, რომელიც დროს საჭიროებს.

 კვლევის ამოცანაა მიკრობანკების, როგორც საფინანსო სექტორის ახალი მონაწილეების, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის შუამავალი რგოლის შექმნის შეფასება და გაანალიზება. კომერციული ბანკები მოქმედებენ უნივერსალურობის პრინციპზე და ისინი საკუთარ პორტფელში რთავენ ნებისმიერი დარგის და მოცულობის სესხების დაფინანსებას. მიკრობანკები კი - მიუთითებენ  კომერციული ბანკების შედარებით შემცირებულ/შეკვეცილ ვარიანტზე, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს კომერციული ბანკებისაგან განსხვავებით შედარებით მცირე  მოცულობის სესხების დაფინანსებაზე.

კვლევის საგანს წარმოადგენს საქართველოს საფინანსო სექტორის ახალი წარმომადგენელის შექმნის აუცილებლობა და მიზეზები, კვლევის ობიექტს კი საქართველოს საფინანსო ბაზარზე საბანკო და არასაბანკო ინსტიტუტების ფინანსური და სტატისტიკური მაჩვენებლები.

დასახული მიზნის გადასაჭრელად გამოყენებული იქნა სამეცნიერო კვლევის შემდეგი მეთოდები: ანალიტიკური - შეგროვებისთვის, შეჯამებისთვის; ანალოგიები და შედარება - საფინანსო სექტორზე ახალი „მოთამაშის“ გავლენის განსაზღვრა; განზოგადება - კვლევის შედეგების საფუძველზე დასკვნების ფორმულირებისთვის.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს პარლამენტი. (2022, 07 18). განმარტებითი ბარათი  "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ". ელექ. წყარო: https://parliament.ge/legislation/24469
  2. ცინარიძე, რ., ბერიძე ლ. (2020). პასუხსიმგებლიანი დაკრედიტება - შედეგები და პერსპექტივები, გლობალიზიცია და ბიზნესი, 96-103, https://doi.org/10.35945/gb.2020.09.012
  3. ძაძუა, მ. (2022, 24 02). რას შეცვლის ახალი კანონი მიკრო ბანკების შესახებ საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, ეკონომიკური პროფილი, 17, 2(24), გვ. 33-34, https://doi.org/10.52244/ep.2022.24.11
  4. Georgia, N. B. (2024, 05 01). Interest Rates on Loans by volume Ranges. Retrieved from National Bank of Georgia: https://analytics.nbg.gov.ge/views/Loans_by_Volume_Ranges_EN/InterestRatesonLoansbyVolumeRanges?iframeSizedToWindow=true&%3Aembed=y&%3AshowAppBanner=false&%3Adisplay_count=no&%3AshowVizHome=no
  5. Georgia, N. B. (2024, 05 01). Loans By NACE. Retrieved from National Bank of Georgia: https://analytics.nbg.gov.ge/views/Loans_by_NACE_EN/LoansbyNACE?iframeSizedToWindow=true&%3Aembed=y&%3AshowAppBanner=false&%3Adisplay_count=no&%3AshowVizHome=no
  6. Georgia, N. B. (2024, 05 01). Loans by volume ranges. Retrieved from National Bank of Georgia: https://analytics.nbg.gov.ge/views/Loans_by_Volume_Ranges_EN/LoansbyVolumeRanges?iframeSizedToWindow=true&%3Aembed=y&%3AshowAppBanner=false&%3Adisplay_count=no&%3AshowVizHome=no
  7. Georgia, P. b. (2024, 05 13). ProCredit Bank. Retrieved from History: https://www.procreditbank.ge/en/history
  8. IMF. (2020). Gerogia: Technical Assitance Report-Strengtheninig Regulation, Supervision, and Oversight of Micro Lending Institutions. Washington: International Monetary Fund.
  9. National, B. o. (2023, September 13). Consolidated financial data of microfinance organizations. Retrieved from Bank of Georgia National: https://nbg.gov.ge/en/page/consolidated-data-of-microfinance-organizations
  10. National, B. o. (2023, 09 13). Monetary and financial statistic. Retrieved from National Bank of Georgia: https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data
  11. Robert Cull, Asli Demirgüç-Kunt, Jonathan Morduch, . (2013, 02 07). Banks and Microbanks . New York, New York, USA.
  12. Vanroose, Annabel and Bert D’Espallier. (2013). “Do Microfinance Institutions Accomplish Their Mission? Evidence from the Relationship Between Traditional Financial Sector Development and Microfinance Institutions’ Outreach and Performance.”. Applied Economics, 45(15), 1965-1982