საქართველოს მცირე ბიზნეს სექტორის რეგიონული სტრუქტურის ანალიზი
ავტორები: ნათია კურდღელია
საკვანძო სიტყვები: მცირე ბიზნესი; რეგიონი; ეკონომიკური საქმიანობა; დასაქმება; ბრუნვა
J.E.L. Classification: M21, R1
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.05
ციტირებისათვის: კურდღელია ნ., (2024 საქართველოს მცირე ბიზნეს სექტორის რეგიონული სტრუქტურის ანალიზი. ტ. 19, 1(27), გვ. 64-71. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.05
ანოტაცია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კერძო საკუთრებაზე დამყარებული ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავება და ხელშეწყობა ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა. ამ მხრივ საქართველოს ზომისა და ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყნისათვის ერთ-ერთი მთავარი ვექტორი მცირე საწარმოების განვითარებისკენაა მიმართული. ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში, არათანაბარი და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა განვლო ბიზნესის ამ სექტორის განვითარებამ. პრობლემა მასშტაბურია, ამიტომ წარმოდგენილი სტატია ეძღვნება საქართველოს მცირე ბიზნეს სექტორის რეგიონული სტრუქტურის ანალიზს. კერძოდ, მცირე ბიზნეს სექტორის ძირითად მჩვენებლებთან ერთად ნაშრომში განხილულია მასთან დაკავშირებული რეგიონული თავისებურებები - მცირე საწარმოთა ბრუნვის, პროდუქციის გამოშვების, დამატებული ღირებულების, ძირითადი კაპიტალის, განაწილებული მოგებისა და დასაქმების მონაცემთა ანალიზი, რომელიც ამავე დროს ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჭრილშიც განიხილება. ზემოთ აღნიშნული აქტუალობას სძენს წარმოდგენილ ნაშრომს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური. ბიზნეს სექტორი საქართველოში - 2022. თბ., 2023, -140 გვ. https://www.geostat.ge/media/58575/Business-sector-in-Georgia-2023.pdf
- საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური. რეგიონული სტატისტიკა. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/93/regionuli-statistika
- ჩიხლაძე ნ., საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ტენდენციების განსაზღვრის საკითხისათვის. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლისადმი მიძღვნილი სსპკ შრ. კრებული. ქუთაისი, 2013. გვ. 268-272
- გოგიაშვილი ო. (2013) მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები საქართველოში. ქუთაისი;
- ცეცხლაძე ლ., (2012) მცირე ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სტრატეგია თანამედროვე საბაზრო სისტემაში (ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია). ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. https://bsu.edu.ge/text_files/ge_file_3291_1.pdf
- კურდღელია ნ., (2021) მიზნობრივი პროგრამების როლი საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. (ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია). ქუთაისის უნივერსიტეტი.
- საქართველოს კონსტიტუცია. https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36