პროფესორი გიორგი მალაშხია - 90

ავტორები:

საკვანძო სიტყვები:

J.E.L. Classification:

DOI:

ციტირებისათვის:

ანოტაცია.

გიორგი მალაშხია, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი დარგობრივი სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი, არაერთი ქართული და უცხოური სამეცნიერო საზოგადოების წევრი, მსოფლიო მასშტაბის აღიარებული მეცნიერი და ღვაწლმოსილი პედაგოგი - 90 წლისაა!

ბატონი გია ნახევარ საუკუნეზე მეტი მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის, სოციალური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევთ ინსტიტუტში, ფინანსების სამეცნიერო-კლევით ინსტიტუტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს სასწავლებელში. მისი ხელმძღვანელობით და ზრუნვით აღიზარდა უმაღლესი კვალიფიკაციის ეკონომისტთა არაერთი თაობა.

გიორგი მალაშხია დღეს 300-მდე მეცნიერული და პუბლიცისტური ნაშრომის ავტორია, ისინი გამოქვეყნებულია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებზე. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში, სადაც ღირსეულად წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას. ბატონი გიორგი მიწვეულია მრავალი ქართული და საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში, რამდენიმე ათეული სადოქტორო ნაშრომი იქნა მომზადებული მისი ხელმძღვანელობით და ძალისხმევით.

გია მალაშხიას უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების პრობლემების მეცნიერულ კვლევაში. მისი ნაშრომებით ხელმძღვანელობენ არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური  საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და სადისერტაციო ნაშრომების მომზადებისას.

გიორგი მალაშხია არის ის აღიარებული მეცნიერი, რომლის იდეები, მაგალითად, ეკონომიკის ადამიანურობის პრობლემა, საერთაშორისო მეცნიერული დისკუსიის საგანს წარმოადგენს, ხოლო მისი ნაშრომები ხასიათდება მოვლენებისა და პროცესების ორიგინალური და ღრმა წვდომით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ახლებური ხედვით. სამეცნიერო საზოგადოებაში უდიდესი აღიარებით სარგებლობს მისი ნაშრომები: „დიდი ილია“, „მეტაეკონომიკა - ეკონომიკის ფილოსოფია“,  „საქართველოს ეკონომიკა, საუკუნოვანი პანორამის შტრიხები“, „სოფელი და კაცობრიობა“, „მოგების მეტათეორია“, „სოციალური ენერგია, სიმდიდრე, კეთილდღეობა“, „ზომიერი ადამიანი“, „ეკონომიკურ-ფილოსოფიური ესეები“, „კაპიტალიზმისა და კომუნიზმის შუქჩრდილები“ და მრავალი სხვა.

ბატონი გიორგი მალაშხია კვლავაც დგას ქართული მეცნიერების, ჰუმანურობისა და ანტროპოცენტრული ფილოსოფიის განვითარების წინა ხაზზე. ამაგდარ მეცნიერსა და მოაზროვნეში ჰარმონიულად ერწყმის ჭაბუკთა შემართება, თითქმის საუკუნოვან სიბრძნეს!

ვუსურვოთ ღირსებით დამშვენებულ მამულიშვილს, პატრიოტსა და საზოგადო მოღვაწეს, ბატონ გიორგი მალაშხიას, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, მზეგრძელობა, კიდევ მრავალი ბრწყინვალე ნაშრომის შესაქმნელად!

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა: