ხელოვნური ინტელექტი ეკონომიკის ფსიქოლოგიის კონტექსტში: შრომის, იდენტობისა და გადაწყვეტილების ტრანსფორმაცია

ავტორები: იოსებ არჩვაძე, ლია ქურხული

საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი (AI); ეკონომიკის ფსიქოლოგია; ტრანსფორმაცია; ფსიქოლოგიური ადაპტაცია; უნარებზე დაფუძნებული პოლარიზაცია.

J.E.L. Classification: J5, M54

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2026.31.02

ციტირებისათვის: არჩვაძე, ი., ქურხული, ლ., (2026) ხელოვნური ინტელექტი ეკონომიკის ფსიქოლოგიის კონტექსტში: შრომის, იდენტობისა და გადაწყვეტილების ტრანსფორმაცია. ეკონომიკური პროფილი, ტ. 21, 1(31), გვ. 14-23. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2026.31.02

ანოტაცია.

წინამდებარე სტატია განიხილავს ხელოვნური ინტელექტის (AI) გავლენას ეკონომიკის ფსიქოლოგიის კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტით შრომის, იდენტობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების ტრანსფორმაციაზე. ნაშრომი ეფუძნება ინტერდისციპლინარულ მიდგომას და აერთიანებს ეკონომიკური თეორიისა და ქცევითი მეცნიერებების პერსპექტივებს, რათა გააანალიზოს AI-ის გავლენა ინდივიდუალურ ქცევაზე, შრომით მოტივაციაზე და ბაზრის დინამიკაზე.

სტატიაში ნაჩვენებია, რომ ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს, არამედ იწვევს შრომის ბაზრის სტრუქტურულ ცვლილებებს, მათ შორის პროფესიული როლების ტრანსფორმაციას, უნარებზე დაფუძნებულ პოლარიზაციას და სოციალური უთანასწორობის გაღრმავებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შრომის ფსიქოლოგიურ ასპექტებს - მოტივაციის ცვლილებას, პროფესიული იდენტობის დესტაბილიზაციას და ტექნოლოგიური უმუშევრობის შიშის ზრდას.

ნაშრომი ასევე აანალიზებს AI-სთან დაკავშირებულ ქცევით რისკებს, მათ შორის ალგორითმებისადმი გადაჭარბებულ ნდობას, კოგნიტური ჩართულობის შემცირებას, პასუხისმგებლობის დიფუზიასა და გადაწყვეტილების მიღების პარალიზებას. ამასთან, განხილულია ფსიქოლოგიური ადაპტაციის მექანიზმები, რომლებიც მოიცავს იდენტობის მოქნილობას, უწყვეტი სწავლის უნარს, ემოციურ მდგრადობასა და ტექნოლოგიასთან თანამშრომლობის სტრატეგიებს.

სტატიაში დასკვნის სახით არგუმენტირებულია, რომ AI-ის ეპოქაში ეკონომიკური წარმატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ინდივიდის ფსიქოლოგიურ ადაპტაციაზე და უნარზე, ეფექტიანად ინტეგრირდეს ტექნოლოგიურად დინამიკურ გარემოში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს კონტექსტს, სადაც AI-ის განვითარება ქმნის როგორც ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს, ისე სოციალურ და ფსიქოლოგიურ გამოწვევებს, რაც მოითხოვს შესაბამისი ინსტიტუციური პოლიტიკისა და ადაპტაციური სტრატეგიების ჩამოყალიბებას.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ერისთავი, დ., დავითური, გ., (2021). ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება საქართველოში: კანონმდებლობა და პრაქტიკა. თბილისი.
  2. თალაკვაძე, გ., არჩვაძე, ი. (2026). ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები და დინამიკა თანამედროვე პირობებში.“ ახალი ეკონომისტი, N
  3. „ხელოვნური ინტელექტის შესახებ საზოგადოებრივი შეხედულებები – განხილვა საქართველოს მაგალითზე.“ 2025. BTUAI.ge, 21 თებერვალი.
  4. Bandura, , (1999). Moral Disengagement in the Perpetration of Inhumanities. Personality and Social Psychology Review 3 (3): 193–209.
  5. Brynjolfsson E., McAfee A., (2014). The Second Machine Age: Work, Progress, and Prosperity in a Time of Brilliant Technologies. New York: W. W. Norton & Company.
  6. Frey, C., Osborne, M., (2017). The Future of Employment: How Susceptible Are Jobs to Computerisation? Technological Forecasting and Social Change 114: 254–280.
  7. Graeber, D., (2018). Bullshit Jobs: A Theory. New York: Simon & Schuster.
  8. “Meta to Lay Off 10% of Employees in May.” 2026. The Wall Street Journal, April 23.
  9. “Microsoft and Meta Announce Large Staff Reductions as They Spend Big on AI.” 2026. The Guardian, April 24.