ეთნომენეჯმენტი და მცირე საწარმოები საქართველოს სოფლის მეურნეობაში
ავტორები: ევგენი ბარათაშვილი, ალექსანდრე შარაშენიძე
საკვანძო სიტყვები: ეკოლოგიური ცოდნა; კრეატიული მენეჯმენტი; აგრარული განვითარება; მდგრადი სოფლის მეურნეობა
J.E.L. Classification: M21; R0; Q1
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2026.31.05
ციტირებისათვის: ბარათაშვილი, ე., შარაშენიძე, ა., (2026) ეთნომენეჯმენტი და მცირე საწარმოები საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ეკონომიკური პროფილი, ტ. 21, 1(31), გვ. 52-59. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2026.31.05
ანოტაცია. კვლევა მიზნად ისახავს ტრადიციული ეკოლოგიური ცოდნის (TEK), როგორც არაფორმალური ინსტიტუტის, ეკონომიკური როლის შეფასებას საქართველოს აგრარულ სექტორში და იმის გაანალიზებას, თუ როგორ ტრანსფორმირდება იგი კრეატიული მენეჯმენტის საშუალებით ეკონომიკურ შედეგებად. კვლევა ეფუძნება შერეულ მეთოდოლოგიურ მიდგომას და შედარებით დიზაინს (აღმოსავლეთ vs დასავლეთ საქართველო). მონაცემთა შეგროვება განხორციელდა ნახევრადსტრუქტურირებული ინტერვიუებისა და კითხვარების გამოყენებით მცირე და საშუალო საოჯახო მეურნეობებში. TEK ოპერაციონალიზებულია ირიბი ინდიკატორებით, მათ შორის, წარმოების დივერსიფიკაციით, კოლექტიური შრომის ფორმებითა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობებით. შედეგები მიუთითებს, რომ TEK-ის ეკონომიკური როლი მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზრის ინტეგრაციის ხარისხის მიხედვით. დასავლეთ საქართველოში (დაბალი ინტეგრაცია) იგი ასოცირდება შემოსავლის სტაბილურობასთან (H1) და კოლექტიური მოქმედების გზით ხარჯების შემცირებასთან (H2). აღმოსავლეთ საქართველოში (მაღალი ინტეგრაცია) TEK-ზე დაფუძნებული პროდუქცია რეალიზდება მაღალ ფასად (H3a), თუმცა პარალელურად ფიქსირდება პრაქტიკების სტანდარტიზაცია და მრავალფეროვნების შემცირება (H3b), რაც მიუთითებს ეკონომიკურ ეფექტიანობასა და ადაპტაციურ მრავალფეროვნებას შორის დაძაბულობაზე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- სადუნიშვილი, თ., მაისაია, ი., ბაცაცაშვილი, ქ., სიხარულიძე, შ., & დარჩიძე, თ. (2021). საქართველოს აგრარული კულტურა. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2023). სოფლის მეურნეობა საქართველოში 2022. მიღებულია ვებგვერდიდან: GeoStat.
- ჩიხლაძე, ნ. (2010). ეკონომიკის საზოგადოებრივი სექტორის თავისებურებები საქართველოში: რეგიონული ასპექტი. ბიზნესი და მენეჯმენტი, №2, 11–15.
- ჩიხლაძე, ნ. (2015). საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის რანჟირება. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა შრომების კრებული, ტ. XII, 45–67. თბილისი: „უნივერსალი“.
- Altieri, M. A. (2004). Agroecology: The Science of Sustainable Agriculture (2nd ed.). Westview Press.
- Bourdieu, P. (1986). The Forms of Capital. In J. Richardson (Ed.), Handbook of Theory and Research for the Sociology of Education (pp. 241–258). Greenwood.
- Food and Agriculture Organization of the United Nations. (2022). The State of Food and Agriculture 2022: Leveraging Automation in Agriculture for Transforming Agrifood Systems. FAO. https://doi.org/10.4060/cb9479en
- Geels, F. W. (2002). Technological Transitions as Evolutionary Reconfiguration Processes: A Multi-Level Perspective and a Case-Study. Research Policy, 31(8–9), 1257–1274. https://doi.org/10.1016/S0048-7333(02)00062-8
- Intergovernmental Panel on Climate Change. (2023). Climate Change 2023: Synthesis Report. Contribution of Working Groups I, II and III to the Sixth Assessment Report. IPCC. https://doi.org/10.59327/IPCC/AR6-9789291691647
- Nonaka, I., & Takeuchi, H. (1995). The Knowledge-Creating Company: How Japanese Companies Create the Dynamics of Innovation. Oxford University Press.
- North, D. C. (1990). Institutions, Institutional Change and Economic Performance. Cambridge University Press. https://doi.org/10.1017/CBO9780511808678
- Ostrom, E. (1990). Governing the Commons: The Evolution of Institutions for Collective Action. Cambridge University Press. https://doi.org/10.1017/CBO9780511807763
- Polanyi, M. (1966). The Tacit Dimension. Routledge.
- Pretty, J. (1995). Regenerating Agriculture: Policies and Practice for Sustainability and Self-Reliance. Earthscan.
- Schumpeter, J. A. (1942). Capitalism, Socialism and Democracy. Harper & Brothers.
- Scoones, I., & Thompson, J. (1994). Beyond Farmer First: Rural People's Knowledge, Agricultural Research and Extension Practice. Intermediate Technology Publications.
- Williamson, O. E. (2000). The New Institutional Economics: Taking Stock, Looking Ahead. Journal of Economic Literature, 38(3), 595–613.
- World Bank. (2018). Georgia Agriculture Sector Review. World Bank Group. World Bank Open Knowledge Repository.