მწვანე ეკონომიკის განვითარების პირობები და პოტენციალი საქართველოში
ავტორები: ცისკარა ზარანდია, ბესიკ ცქიფურიშვილი
საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა; მდგრადი განვითარება; განახლებადი ენერგია
J.E.L. Classification: R0; Q2
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2026.31.08
ციტირებისათვის: ზარანდია, ც., ცქიფურიშვილი, ბ., (2026) მწვანე ეკონომიკის განვითარების პირობები და პოტენციალი საქართველოში. ეკონომიკური პროფილი, ტ. 21, 1(31), გვ. 78-88. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2026.31.08
ანოტაცია.
მდგრადი განვითარების მოდელისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ პირობას მისი მიღწევის საშუალებების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების განსაზღვრა წარმოადგენს. მწვანე ეკონომიკა განიხილება მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული სტრატეგიების დონეზე მიღწევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ქმედით ინსტრუმენტად. მწვანე ეკონომიკის სექტორები - განახლებადი ენერგია, მწვანე შენობები, სუფთა ტრანსპორტი, წყლის მენეჯმენტი, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოსახლეობის მაღალი ცხოვრების დონისა და ხარისხის უზრუნველყოფაში.
სტატიაში განხილულია საქართველოში მწვანე ეკონომიკის ცალკეული სექტორის განვითარების პირობები და პოტენციალი, არსებითი გამოწვევები და პრობლემები, წინსვლის ძირითადი მიმართულებები. იგი ფოკუსირებულია საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მწვანე ეკონომიკის სექტორულ ჭრილში შეფასებაზე, აღნიშნულ სექტორებში არსებული მდგომარეობის ანალიზზე და არსებული პრობლემების იდენტიფიცირების საფუძველზე განვითარების ძირითადი ვექტორების გამოვლენაზე.
მწვანე ეკონომიკის სექტორული ანალიზი მნიშვნელოვანია, როგორც თავად მწვანე ეკონომიკის განვითარების მიღწეული დონის დახასიათებისთვის, ასევე მდგრად განვითარებაში მწვანე ეკონომიკის როლის შეფასებისთვის. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მწვანე ეკონომიკის სექტორებს შემდგომი ზრდისა და სრულყოფის რეზერვები გააჩნიათ. ამასთან, მთლიანად ეროვნული ეკონომიკისათვის, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვანე ეკონომიკის ისეთი სექტორების განვითარება, როგორიცაა განახლებადი ენერგია და მიწის მართვა. ამ სექტორებში არსებული პოტენციალის სრულყოფილი ათვისებისთვის განვითარების შემდგომ მიმართულებებად განსაზღვრულია: ბრუნვაში ახალი სიმძლავრეების შემოყვანა, არსებული ენერგოსისტემების მოდერნიზაცია, ენერგოეფექტური ინვესტიციების წახალისება, მდგრადი მიწათმოქმედების პრაქტიკისა და ორგანული სოფლის მეურნეობის პირობების დანერგვა, ნიადაგის დაცვის ღონისძიებებისა და მიწის გამოყენების დაგეგმვის გაუმჯობესება.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ევროკავშირი საქართველოსთვის. CENN. (2022). წყლის რესურსების მდგრადი მართვა, თბილისი.
- ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების სტრატეგია“. (2016), თბილისი.
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა 2013. სტატისტიკური პუბლიკაცია. (2014), თბილისი.
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა 2023. სტატისტიკური პუბლიკაცია.(2024), თბილისი.
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საავტომობილო ტრანსპორტის სტატისტიკა. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/797/saavtomobilo-transportis-statistic [ბოლო ნახვა 25.12.2025].
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. წყალმომარაგება, დანაკარგები და შინამეურნეობების მიერ წყლის მოხმარება. https://environment.geostat.ge/ge/water/supplyAndLosses [ბოლო ნახვა 25.12.2025].
- საქართველოს სტატსისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/891/sakartvelos-energetikuli- balansi-2024 [ბოლო ნახვა 25.12.2025].
- სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. მწვანე ეკონომიკა/სექტორული მიმოხილვა. https://eiec.gov.ge/Home.aspx/Topics/OverView/15 [ბოლო ნახვა: 25. 12.2025].
- EU Green Deal. Retrieved from https://eu4georgia.eu/ka/green-deal/ [ბოლო ნახვა 25.12.2025].
- Georgia Energy Profile. IEA. (2013). Georgia Energy Profile. IEA. Tbilisi: IEA.