მსოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებები და ახალი ეკონომიკური ტრენდები

ავტორები: ნოდარ ჭითავა

საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია; გეოპოლიტიკა; ეკონომიკური ტრენდი; გეოეკონომიკა

J.E.L. Classification: B0, F5

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2026.31.10

ციტირებისათვის: ჭითავა, ნ., (2026) მსოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებები და ახალი ეკონომიკური ტრენდები. ეკონომიკური პროფილი, ტ. 21, 1(31), გვ. 102-118. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2026.31.10

ანოტაცია.

წინამდებარე ნაშრომის ამოცანაა გავაანალიზოთ დღევანდელი მსოფლიოს მთავარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებები, განვსაზღვროთ ტრენდები, რომლებიც განაპირობებენ მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს უახლოეს ათწლეულში.

საკითხის მასშტაბურობის, სირთულისა და ჰიპოტეტიურობის გამო, შემოვისაზღვრებით პრობლემების ზოგადი დასმით და განვითარების ძირითადი ტრენდების მონახაზებით.

XXI საუკუნის გეოპოლიტიკა რეალურად ამ საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. წინა ორი ათწლეული იყო „ცივი ომის“ დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის ავტომატური, მილევად რეჟიმში გაგრძელება, ანუ XX საუკუნის ბოლო ათწლეულის ძირითადი მახასიათებლების განვითარება (აშშ-ს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ჰეგემონია; ევროპის  ნელი სვლა გაერთიანებისკენ; ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდა; ლიბერალური მსოფლიო სავაჭრო სისტემის განვითარება).

ბოლო ხუთი წლის მანძილზე მომხდარმა გლობალურმა მოვლენებმა: 1. რუსეთ-უკრაინის ომმა; 2. ჩინეთის ეკონომიკური პოტენციალის ძლიერ სამხედრო და პოლიტიკური რესურსად გარდაქმნამ; 3. აშშ-ს ნატოს წევრი-ქვეყნებისადმი დამოკიდებულების შეცვლამ გარდაქმნეს მსოფლიოს პოლიტიკური დღევანდელობა.

გეოპოლიტიკური ცვლილებების პარალელურად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური ცვლილებები. ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებული და ძლიერად ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ზაქარია, ფ., (2025) რევოლუციების ეპოქა. ქართული გამოცემა. თბილისი, „ინტელექტი“;
  2. აჯემოღლუ, დ., რობინსონი, ჯ., (2018) რატომ ვერ აღწევენ წარმატებას სახელმწიფოები. ქართული გამოცემა. ბაჩო ახალაიას სამხედრო-პოლიტიკური სკოლა. თბილისი.
  3. Greenspen, , Wooldridge, A., (2018). Capitalism in America. A History. Penguin press. Neu-York.
  4. Klaus Schuab with Peter Vanham. „Stakeholder Capitalism “. 2021 by World Economic Forum;
  5. Макнелли, Р., (2022) Нефть и волатильность: история и будущее взлетов и падений цен на нефть. Москва, Изд. Института Гаидара. https://www.iep.ru/ru/izdatelstvo/book/2022/neft-i-volatilnost-istoriya-i-budushchee-vzletov-i-padeniy-tsen-na-neft.html
  6. The Economist. 01.2025.
  7. The Economist. 01.2026.
  8. The Economist.10.02.2026.
  9. The Economist.12.02.2026.
  10. The Economist.17.02.2026.
  11. გაზ. „Коммерсант“. 20.02.2026.
  12. გაზ. Независимая Газета . 16.02.2026.
  13. გაზ. "Независиьая Газета“.18.02.26წ.
სტატისტიკური მასალები:
  1. https://ec.europa.eu/eurostat/web/products-euro-indicators;
  2. https://www.euronews.com/business/2025/11/13/eu-salaries
  3. https://www.imf.org/en/data
  4. geostat.ge
  5. worldpopulationgewiew.com
  6. ticdaka.treagery.gov.www.Oilprace.com
  7. https://ticdata.treasury.gov/resource-center/data-chart-center/tic/Documents/slt_table5.txt